მორიგი გოლი ბუნდესლიგაში - ქვილითაიამ ბოლო 6 მატჩში 6-ჯერ გაიტანა
Aa
Aa

მორიგი გოლი ბუნდესლიგაში - ქვილითაიამ ბოლო 6 მატჩში 6-ჯერ გაიტანა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ ავსტრიული ვენის ''რაპიდის'' შემადგენლობაში მორიგი გოლი გაიტანა.  ბუნდესლიგის 32-ე ტურში გრაცის ''შტურმმა'' შინ 4:2 დაამარცხა ვენის ''რაპიდი.''

ქართველი თავდამსხმელი ''რაპიდის'' სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და შეუცვლელად იასპარეზა. მე-40 წუთზე ქვილითაიამ თავური დარტყმით გაუტანა ''შტურმს'' და ანგარიში 2:1 გახდა ''შტურმის'' სასარგებლოდ.

 

თბილისის ''დინამოსა'' და გორის ''დილას'' ყოფილმა ფეხბურთელმა ბუნდესლიგის ბოლო ექვს შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში ქვილითაიამ ბუნდესლიგაში 9 გოლი შეაგდო. გარდა ამისა 24 წლის ფეხბურთელმა ავსტრიის თასზე 3 გოლი ჩაიწერა აქტივში.

 

32 ტურის შემდეგ 10-გუნდიან ბუნდესლიგაში ''რაპიდი'' 55 ქულით მე-4 ადგილზეა. ქვილითაიას გუნდი მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება მესამეადგილოსან ლინცის ლასკ-ს. ''რაპიდი'' შემდეგი ტურის შეხვედრას სწორედ ლასკ-ის წინააღმდეგ გამართავს სტუმრად.

ჩეხეთის ელიტარულ საფეხბურთო ლიგაში პრაღის ''სლავიასა'' და ''სლოვაცკოს'' შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. ''სლოვაცკოს'' სამატჩო განაცხადში ირაკლი სიხარულიძე ვერ მოხვდა.  26 ტურის შემდეგ 16-გუნდიან ჩემპიონატში ''სლოვაცკო'' 28 ქულით მე-11 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები