ჩემპიონმა ლიდერი დაამარცხა - მახარაძის საგოლე პასი და ზედიზედ მეორე გამარჯვება
Aa
Aa

ჩემპიონმა ლიდერი დაამარცხა - მახარაძის საგოლე პასი და ზედიზედ მეორე გამარჯვება

უზბეკეთის სუპერლიგის მე-8 ტურში მოქმედმა ჩემპიონმა ტაშკენტის ''ლოკომოტივმა'' სტუმრად 2:1 დაამარცხა ''ბუნიოდკორი.'' ამ ტურამდე ''ბუნიოდკორი'' სუპერლიგას ერთპიროვნულად ლიდერობდა, მოქმედ ჩემპიონთან მარცხის შემდეგ კი მესამე ადგილზე დაქვეითდა. ''ბუნიოდკორის'' წარუმატებელი მატჩით კონკურენტებმა ისარგებლეს. 8 ტურის შემდეგ გათამაშებას შოთა არველაძის გაწვრთნილი ტაშკენტის ''ფახთაქორი'' და ''ბუხარა'' 18-18 ქულით ლიდერობენ.

გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კახა მახარაძემ 90 წუთი ითამაშა. სეზონის წარუმატებელი სტარტის შემდეგ ''ლოკომოტივმა'' ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და 11 ქულით მე-5 ადგილზეა.

მე-7 ტურში კახა მახარაძის გუნდმა საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა ''სოგდიანა.'' პირველი გოლი ქართველი ნახევარმცველის შორეული გადაცემის შემდეგ გავიდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მოედნის ცენტრიდან მეტოქის საჯარიმომდე შესანიშნავი პასით თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ დატოვა.

 

მიმდინარე სეზონის უზბეკეთის სუპერლიგაში 30 წლის კახა მახარაძემ 6 მატჩი ჩაატარა. ხუთი შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და მხოლოდ ერთხელ შეცვალეს.

''ლოკომოტივი'' აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობდა, თუმცა ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა და გათამაშებას გამოეთიშა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები