ნიკოლოზ ჩიქოვანი
Aa
Aa

უოტფორდის სამატჩო განაცხადში პირველად მოხვდა | ჩიქოვანი ოფიციალური დებიუტის მოლოდინში

ინგლისის ჩემპიონშიფის მესამე ტურში უოტფორდისა და ვესტ ჰემის დაპირისპირება 1:1 დასრულდა. ეს მატჩი ქართველი გულშემატკივრისთვის იმ კუთხით იყო საყურადღებო, რომ 19 წლის გარემარბი, ნიკოლოზ ჩიქოვანი კარიერაში პირველად მოხვდა უოტფორდის პირველი გუნდის სამატჩო განაცხადში (ოფიციალური შეხვედრა იგულისხმება), თუმცა მთავარ მწვრთნელს, ალესიო დიონისის მისთვის სათამაშო დრო არ მიუცია.

კრისტალსპორტის ინფორმაციით, უოტფორდში ჩიქოვანის მიმართ დიდი მოლოდინია და უახლოეს პერიოდში სათამაშო დროს მიიღებს. ამაზე მიანიშნებს ის გარემოებაც, რომ ინგლისურმა კლუბმა ახალგაზრდა ქართველის იჯარით გაშვებაზე უარი თქვა. ამავდროულად, სათამაშო პრაქტიკის მიზნით მას არც 21-წლამდელთა გუნდში ათამაშებენ. კლუბში ჩიქოვანს მხოლოდ პირველი გუნდის წევრად მოიაზრებენ და მისი ოფიციალური დებიუტი უახლოეს პერიოში შედგება.

ტანმაღალ გარემარბს (მისი სიმაღლეა 1,88 მ.) საქართველოს 17 და 19-წლამდე ნაკრებებში უთამაშია. ამჟამად, 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელია.  ერთ-ერთ გამორჩეულ ქართველ ტალანტად ითვლება.

2026-27 წლების სეზონისთვის მზადების ფარგლებში ნიკოლოზ ჩიქოვანმა როსტოკის ჰანზას ამხანაგურ მატჩში შესანიშნავი გოლი გაუტანა.

უოტფორდთან კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლოჩოშვილის წარმატებული დებიუტი ბუნდესლიგაში | გოლის გატანასთან ახლოს იყო
ლოჩოშვილის წარმატებული დებიუტი ბუნდესლიგაში | გოლის გატანასთან ახლოს იყო