ნიკოლოზ ჩიქოვანი
Aa
Aa

მზად არაა, თუმცა... | უოტფორდის მწვრთნელის ბუნდოვანი პასუხი ჩიქოვანზე

„უოტფორდის’’ მთავარმა მწვრთნელმა ალესიო დიონისიმ ბრიტანულ მედიასთან ნიკოლოზ ჩიქოვანის შესახებ ისაუბრა, რომელმაც მოსამზადებელ ეტაპზე როსტოკის „ჰანზას’’ ბრწყინვალე გოლი გაუტანა.

„ჩიქოვანი კარგადაა, მაგრამ ამ მომენტში უპირატესობას სხვა ფეხბურთელებს ვანიჭებ. ალბათ, ჩიქოვანი მომავალში ითამაშებს, მაგრამ ახლა მზად არაა. ალბათ, სხვა ფეხბურთელებიც არ არიან მზად, თუმცა გადაწყვეტილება მე მივიღე’’.

დიონისის კომენტარში მკაფიოდ არ ჩანს, თუ რა არის ჩიქოვანის განაცხადს მიღმა დატოვების მიზეზი. როგორც იტალიელი აღნიშნავს, ჩიქოვანი მზად არაა, თუმცა სხვა ფეხბურთელებიც არ არიან მზად, რომლებიც განაცხადში შეყავს.

ახალ სეზონში ჩიქოვანი უოტფორდში რეგულარულად ვარჯიშობს, პირველი გუნდის ფეხბურთელია, ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობდა და ჰანზასთან შესანიშნავი გოლი გაიტანა.

ჩემპიონშიფის საწყის ორ ტურში უოტფორდმა 4 ქულა დააგროვა, თუმცა ინგლისის EFL-ის თასზე საკუთარ მოედანზე მესამე ლიგის პიტერბოროსთან 1:5 განადგურდა.

2025 წლის ზაფხულში ნიკოლოზ ჩიქოვანი დინამო თბილისიდან ინგლისურ უოტფორდში გადავიდა. სეზონის პირველი ნახევარი მან იჯარის წესით ბელგიურ შარლერუაში გაატარა, ზამთარში კი ინგლისურ კლუბს შეუერთდა. გასული სეზონის მეორე ნახევარში ქართველმა ფეხბურთელმა უოტფორდის 21-წლამდელთა გუნდის შემადგენლობაში ითამაშა, 2 გოლი გაიტანა უიგანისა და სუონსის კარში. სეზონის მიწურულს ტრავმა მიიღო და ამის გამო ივნისში 21-წლამდე ნაკრების შეკრებაზე არ ყოფილა.

ტანმაღალ გარემარბს (მისი სიმაღლეა 1,88 მ.) საქართველოს 17 და 19-წლამდე ნაკრებებში უთამაშია. ამჟამად, 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელია. უოტფორდთან კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. მოსალოდნელია, რომ ახალ სეზონში ჩემპიონშიფში სათამაშო დროს მიიღებს, რაც დიდ გამოცდილებას შესძენს და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა საკმაოდ მაღალ დონეზე შეეძლება.

ტანმაღალ გარემარბს (მისი სიმაღლეა 1,88 მ.) საქართველოს 17 და 19-წლამდე ნაკრებებში უთამაშია. ამჟამად, 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელია.

უოტფორდთან კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარგი ამბავი: კიტეიშვილი გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს
კარგი ამბავი: კიტეიშვილი გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს