„თუ პიოტრი მოიგებს, ქამრისთვის ვიბრძოლებს“ - ომალიმ იანი-მერაბის ტრილოგიაზე ისაუბრა
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, შონ ომალიმ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ტრილოგიაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ამ ბრძოლაში რუსი მებრძოლი გაიმარჯვებს, რადგან ამ შემთხვევაში ქამრის დაბრუნების შანსს მიიღებს.
რას ამბობს ომალი:
„თუ პიოტრ იანი ოქტაგონზე გავა და თავის საქმეს გააკეთებს, „შუგარ შოუ“ კვლავ ტიტულისთვის იბრძოლებს, მოეწონება ეს ხალხს თუ არა“.
„შევისვენებ. 24 ოქტომბრამდე ჩემს ბედნიერ უკანალს დავასვენებ და არსად არ გამოვალ. მინდა ვნახო, რა მოხდება. პიოტრ იანმაც რომ წააგოს, ვინ იცის? იქნებ ეგ ბრძოლა მივიღოთ. შეიძლება, რომც წააგოს, რემატჩი მაინც შევთავაზო; თუმცა, სავარაუდოდ, არა. მაგრამ დივიზიონი ნამდვილად სახალისო და საინტერესოა“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილსა და პიოტრ იანს შორის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბი 24 ოქტომბერს, აბუ-დაბიში UFC 333-ზე გაიმართება.