ვილიარეალი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

თავის დაზღვევის მიზნით - ვილიარეალმა მიქაუტაძის ფასი გაზარდა

„ვილიარეალი“ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას მშვიდად ელოდა და ბოლო წუთებში რაიმე მოულოდნელ ცვლილებას არ ელოდება. ყველაფერი სწორედ ამ სცენარით ვითარდება. თუმცა, როგორც ინიგო პერესმა „რასინგთან“ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სატრანსფერო ბაზარს „საკუთარი გზა აქვს და მაშინ ჩქარდება, როცა თავად მოესურვება“.

სწორედ ამიტომ „ყვითელ წყალქვეშა ნავს“ ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი აქვს, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო ეტაპზე გუნდის წამყვანი ფეხბურთელების შესაძლო წასვლა გაართულოს. მათ შორისაა გიორგი მიქაუტაძის შემთხვევაც, რომლის გამოსასყიდი თანხა მნიშვნელოვნად იზრდება.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ვილიარეალმა“ გასულ ზაფხულში „ლიონისგან“ 30 მილიონ ევროდ შეიძინა. ამჟამად მისი გამოსასყიდი თანხა 60 მილიონ ევროს შეადგენს — სოლიდურ, თუმცა ფინანსურად ძლიერი კლუბებისთვის მისაღებ თანხას.

თუმცა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო 10 დღის განმავლობაში მიქაუტაძის გამოსასყიდი თანხა 75 მილიონ ევრომდე იზრდება. დამატებით 15 მილიონ ევროს შეუძლია, ერთის მხრივ, ფეხბურთელის მომავალის უკეთ დაცვა, მეორეს მხრივ კი „ვილიარეალს“ უფრო ხელსაყრელი პირობების მიღების შესაძლებლობა მისცეს, თუ მოლაპარაკებები დაიწყება.

მიუხედავად ამისა, ვილიარეალს გიორგი მიქაუტაძის თაობაზე ოფიციალური შეთავაზება ჯერჯერობით არ მიუღია.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ქართველმა თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე ერთად 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 15 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები