ხეტაფე, საბა საზონოვი
Aa
Aa

საზონოვის დებიუტი ლა ლიგაში - ხეტაფე ალავესთან დამარცხდა

ლა ლიგის ახალი სეზონი ალავესი ხეტაფეს მატჩით გაიხსნა და სტუმრების შემადგენლობაში ოფიციალური დებიუტი საბა საზონოვს ჰქონდა.

ქართველი მცველი მოედანზე 81-ე წუთზე გამოჩნდა და Sofascore-ისგან 6,1-ქულიანი შეფასება დაიმსახურა. მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 1 ვარდნა, 9-დან 6 ზუსტი პასი (67%), 3-დან 1 ზუსტი გრძელი პასი, 1 მოგებული ორთაბრძოლა და 12 შეხება ბურთთან. 

რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, პირველ ტაიმში „ხეტაფე“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, როცა მოედნიდან კიკო ფემენია გააძევეს, ანგარიში კი 73-ე წუთზე ნაუელ ტენალიამ თავური დარტყმით გახსნა. 85-ე წუთზე „ალავესის“ შემტევი მიკელ როდრიგესი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა არაზუსტად დაარტყა.

10 ფეხბურთელით დარჩენილი „ხეტაფე“ ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი „ალავესი“ სწრაფ კონტრშეტევაში გაიქცა და მარიანო დიასმა მეორე გოლი გაიტანა, მიკელ როდრიგესმა კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.

20 აგვისტოს „ხეტაფე“ კონფერენს ლიგაზე „პარტიზანს“ შეხვდება, 23 აგვისტოს კი ლა ლიგის მეორე ტურში გიორგი გულიაშვილის „რასინგს“ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აბუაშვილს გოლამდე ძალიან ცოტა დააკლდა | გრენობლი-მეცის უგოლო ფრე
აბუაშვილს გოლამდე ძალიან ცოტა დააკლდა | გრენობლი-მეცის უგოლო ფრე