დიეგო მარადონა, გაბრიელ ბატისტუტა
Aa
Aa

„არავინ ვიცით, მის ადგილას როგორ მოვიქცეოდით“ - ბატისტუტამ მარადონა გაიხსენა

ლიონელ მესიმ დიეგო მარადონას მსგავსად არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონატის ზედიზედ ორი ფინალი ითამაშა და ასევე დიეგოს მსგავსად, მეორე ჯერზე ლეოც დამარცხებული გამოვიდა. არგენტინული ფეხბურთის კიდევ ერთი ლეგენდა გაბრიელ ბატისტუტა იმ ბედნიერ მოთამაშეთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც მარადონასთან მხარდამხარ ასპარეზობის საშუალება ჰქონდა და ცნობილ გამოცემა Ole-სთან ჩაწერილ ინტერვიუში ფეხბურთის უგვირგვინო მეფე საინტერესოდ გაიხსენა.

გაბრიელ ბატისტუტა

დიეგო არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომელსაც დიდი გული ჰქონდა. ის ყველაფერს გაიღებდა საიმისოდ, რომ მისი თითოეული თანაგუნდელი, სტაფის წევრები ბედნიერები ყოფილიყვნენ. ვწუხვარ, რომ მისი ცხოვრება ასე დასრულდა, რადგან გაცილებით მეტ თანადგომას იმსახურებდა. ხშირად ეხვეოდა უსიამოვნებებში, ხანდახან ვერც ხვდებოდა რას ამბობდა, მაგრამ საერთო ჯამში ძალიან კარგი ადამიანი იყო.

მან იცხოვრა ისეთი ცხოვრებით, როგორითაც არავინ ცხოვრობს. ჩვენ მარადონას პრობლემებზე საკუთარი გამოცდილებიდან ვსაუბრობთ, მაგრამ მას ჩვენგან განსხვავებით, ჩვეულებრივი ცხოვრება არ ჰქონდა. არავინ არ იცის, მის ადგილას რომ ყოფილიყო როგორ მოიქცეოდა. 6-7 წლის ასაკში მას ყველაფერი ჰქონდა და უარს არაფერზე ეუბნებოდნენ, ხანდახან მგონია, რომ მეც ისე მოვიქცეოდი, როგორც დიეგომ განვლო თავისი ცხოვრება.

შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა წლევანდელ მსოფლიოს ჩემპიონატამდე 9 საგოლე გადაცემით მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ასისტენტი იყო, თუმცა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე გამართულ პლანეტის პირველობაზე მისი რეკორდი ლიონელ მესიმ მოხსნა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სულის ამოხდა ესპანურად! მომენტი, რომელიც ბევრს გამორჩა | ც9
სულის ამოხდა ესპანურად! მომენტი, რომელიც ბევრს გამორჩა | ც9