სენეგალის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

მთავარი ექიმი გინეკოლოგი აღმოჩნდა - გაუგებრობა სენეგალის ნაკრებში

სენეგალის ნაკრებისთვის 2026 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი წარუმატებლად ნამდვილად ვერ ჩაითვლება, რადგან აფრიკელები ჯგუფიდან გავიდნენ, თუმცა როგორც ჩანს ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები უკეთეს შედეგს ელოდნენ და მთავარი მწვრთნელი პაპე ტიავი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. სენეგალელთა პრობლემები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება და მათ ახალ თავსატეხზე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა აბდულაიე ფალმა ისაუბრა, რითაც გულშემატკივრები საკმაოდ გაახალისა:

„ჩვენი ნაკრების საშტატო ექიმს არ აქვს სპეციალიზებული განათლება საიმისოდ, რომ ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იყოს პასუხისმგებელი. ექიმი ფედიორი, რომელიც მუნდიალზე იყო გუნდთან ერთად, პროფესიით გინეკოლოგი აღმოჩნდა და მე ამის შესახებ ახლა შევიტყვე. ფეხბურთელებმა ამის თაობაზე მომმართეს და მითხრეს, რომ ამ ადამიანს სათანადოდ არ ენდობოდნენ. ახლა გვჭირდება სანდო სპეციალისტის პოვნა, რათა მოთამაშეებმა კონცენტრაცია მხოლოდ ფეხბურთზე მოახდინონ და მათი ჯანმრთელობა საიმედო ხელში იყოს“.

ცნობისათვის, სენეგალის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი, სადაც მასთან ერთად საფრანგეთის, ერაყისა და ნორვეგიის გუნდები იმყოფებოდნენ, მესამე ადგილზე გასვლით დაძლია. 1/16-ფინალში კი, მიუხედავად იმისა, რომ აფრიკელები ბელგიას ორბურთიანი სხვაობით ამარცხებდნენ, საბოლოოდ 2:3 წააგეს და ტურნირს გამოეთიშნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მე-7 მუნდიალი, 59 მატჩი და 127 ქვეყანა - ესპანეთის ნაკრების სამაგალითო გულშემატკივარი
მე-7 მუნდიალი, 59 მატჩი და 127 ქვეყანა - ესპანეთის ნაკრების სამაგალითო გულშემატკივარი