კრიშტიანუ რონალდუ, რონალდო ნაზარიო
Aa
Aa

„მუნდიალი საუდის არაბეთი არ არის“ - ფენომენის რჩევა კრიშტიანუს

2026 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე კრიშტიანუ რონალდუს ასპარეზობამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. 41 წლის ვარსკვლავის პერსონალური გულშემატკივრები თვლიან, რომ პორტუგალიის ნაკრებში მას თანაგუნდელების მხრიდან სათანადო ხელშეწყობა არასოდეს ჰქონია და გამონაკლისს არც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ჩატარებული ტურნირი წარმოადგენდა. თუმცა, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კრიშტიანუ ნაკრების განვითარებას აფერხებს. ყოველივე ამასთან დაკავშირებით, ESPN Brazil-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბრაზილიელმა ლეგენდამ რონალდო ლუის ნაზარიომ საინტერესო მოსაზრება გამოთქვა:

„ზოგადად საკუთარი სხეული და ორგანიზმი რაღაც დროს გაძლევს სიგნალს, რომელიც იმის მანიშნებელია, რომ შენ დატვირთვებთან გამკლავება აღარ შეგიძლია. ვფიქრობ, როგორც კრიშტიანუ რონალდუს, ასევე ნეიმარის კარიერაში დადგა ის მომენტი, როდესაც მათ სხეული ამას ანიშნებს. ორგანიზმთან ბრძოლაში ვეტერანი ფეხბურთელი წარმატებას ვერასოდეს მიაღწევს. შესაძლოა, კრიშტიანუს საუდის არაბეთის ჩემპიონატში თამაში ახლაც შეუძლია, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა სულ სხვა რამ არის. ჩემზე მეტად ფეხბურთი არავის უყვარდა და რომ შემეძლოს ახლაც ვითამაშებდი, მაგრამ ვუჯერებ სხეულს და მასთან უძლური ვარ“.

ცნობისათვის, პორტუგალიის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟე ჟეზუშმა, რომელმაც ამ თანამდებობაზე რობერტო მარტინესი შეცვალა, განაცხადა, რომ სანამ კრიშტიანუ რონალდუ კარიერას არ დაასრულებს, საჭიროების შემთხვევაში მას პორტუგალიის ნაკრებში აუცილებლად გამოიძახებს და მის ასაკს ზედმეტ ყურადღებას არასოდეს მიაქცევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ციფრებით ლეო უკეთესია, მაგრამ ერთს გეტყვით“ - ბატისტუტამ ლეგენდები შეადარა
„ციფრებით ლეო უკეთესია, მაგრამ ერთს გეტყვით“ - ბატისტუტამ ლეგენდები შეადარა