ხულენ ლოპეტეგი
Aa
Aa

„მაშინდელი მატჩის ფინალთან შედარება არ შეიძლება“ - ლოპეტეგიმ არგენტინა გაიხსენა

დღეს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი არგენტინა-ესპანეთის ფინალური მატჩით დასრულდება. მართალია, ამ გუნდებს შორის ბოლო შეხვედრაში, რომელიც 2018 წლის მარტში გაიმართა, ესპანელების უპირატესობა ცალსახა იყო და მეტოქე 6:1 დაამარცხეს, მაგრამ მაშინდელი ამხანაგური თამაშისა და დღევანდელი სუპერჯახის ერთმანეთთან შედარება რომ არ შეიძლება ამას ხაზი ხულიენ ლოპეტეგიმაც გაუსვა, რომელიც მაშინ „ფურია როხას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მუშაობდა.

ხულიენ ლოპეტეგი

იმ შეხვედრაში ხაზებს შორის საოცრად ვმოქმედებდით და მოწინააღმდეგის დაცვაში არსებული პრობლემებიც მშვენივრად გამოვიყენეთ. არ შემიძლია არ აღვნიშნო ისკო, რომელმაც მაშინ ალბათ კარიერის თამაში ჩაატარა. რაც შეეხება ფინალს, წარმატების მიღწევის ნამდვილად მჯერა, რადგან ლუის დე ლა ფუენტემ წარმოუდგენელი სიძლიერის გუნდი შეკრა.

აღფრთოვანებული ვარ როდრის შრომისმოყვარეობით, რომელმაც მძიმე ტრავმის შემდეგ ძველი ფორმა აღიდგინა. ლამინ იამალი ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უბურთოდაც საოცრად გადაადგილდება და ყველა შეხვედრაში განსხვავებას ქმნის, ხოლო დაცვის ხაზი უბრალოდ შეუდარებლად გამოიყურება.

ცნობისათვის, 2018 წლის მარტში, „ატლეტიკოს“ საშინაო არენა „რიად მეტროპოლიტანოზე“ გამართულ ამხანაგურ მატჩში ესპანეთმა არგენტინა 6:1 დაამარცხა. იმ შეხვედრაში ჰეთ-თრიკი ისკო ალარკონმა შეასრულა, თითო ბურთი კი, დიეგო კოშტას, ტიაგო ალკანტარას და იაგო ასპასის ანგარიშზე იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“არ მგონია, იგივე ესპანეთი ნახოთ, რაც წინა მატჩებში“ - როდრი ფინალის წინ
“არ მგონია, იგივე ესპანეთი ნახოთ, რაც წინა მატჩებში“ - როდრი ფინალის წინ