დიეგო ფორლანი, ურუგვაის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

ურუგვაის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დიეგო ფორლანი დაინიშნა

დიეგო ფორლანი ურუგვაის ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა, ინფორმაციას ესპანური Marca ურუგვაის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ვილიარეალის”, „ატლეტიკოსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი თავდამსხმელი ეროვნულ ნაკრებს მინიმუმ 2027 წლის მარტამდე უხელმძღვანელებს და ამ სამუშაოს ურუგვაის 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს შეუთავსებს.

ფორლანმა ამ პოსტზე მარსელო ბიელსა შეცვალა, რომელმაც ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან გავარდნის შემდეგ დატოვა.

როგორც ფეხბურთელმა, ფორლანმა ურუგვაის ნაკრებში 112 მატჩი ჩაატარა, 36 გოლი გაიტანა და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ხოლო როგორც მწვრთნელს, 47 წლის სპეციალისტს „პენიაროლსა“ და „ატენასში“ უმუშავია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები