ჯიღაურის ბრწყინვალე შესრულება - პირველი გოლი ყაზახეთში
ყაზახეთის საფეხბურთო თასის 2018 წლის გათამაშების მერვედფინალში ''ორდაბასიმ'' სტუმრად 6:0 გაანადგურა ''კირანი.'' მე-6 გოლი ''ორდაბასის'' ქართველმა ფეხბურთელმა ჯაბა ჯიღაურმა ბრწყინვალე დარტყმით გაიტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების 25 წლის ფეხბურთელმა ყაზახური გუნდის შემადგენლობაში მეოთხე მატჩი ჩაატარა, თუმცა პირველად მოხვდა სასტარტო თერთმეტეულში.
ყაზახეთის თასის მერვედფინალში ''ტობოლმა'' 1:0 დაამარცხა ''ჟეტისუ.'' გამარჯვებულთა შორის ჯაბა კანკავა სათადარიგო იყო და მეორე ტაიმის მიმდინარეობისას ჩაერთო თამაშში.''ტობოლის'' კიდევ ერთი ქართველი ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი ტრავმირებულია. ''ჟეტისუს'' შემადგენლობაში ქართველ მცველ ლაშა კასრაძეს არ უთამაშია.
მერვედფინალური დაპირისპირებები ერთმატჩიანია. ასე რომ ''ტობოლი'' და ''ორდაბასი'' მეოთხედფინალში ითამაშებენ.

ყარაგანდის ''შახტიორისა'' და ''ყიზილჟარის'' დაპირისპირებაში ძირითად და დამატებით დროში გოლი არ გასულა. პენალტების სერიაში ''შახტიორმა'' 7:6 გაიმარჯვა. ''ყიზილჟარისთვის'' გოგიტა გოგუა, შოთა გრიგალაშვილი და გიორგი ფოფხაძე ასპარეზობენ. 120-ე წუთზე ''ყიზილჟარის'' ქართველმა მცველმა გიორგი ფოფხაძემ წითელი ბარათი მიიღო.

ქართველი ლეგიონერების შესახებ იხილეთ
''შახტარი'' ფინალშია - ფონსეკა ხოჭოლავას ენდო
არაბულის გოლი ნახევარფინალში - ტრავმის შემდეგ პირველად გაიტანა
''თასი ჩვენთან უნდა დარჩეს'' - ზარანდია პოლონეთის თასის ფინალშია
გველესიანი მერვედფინალშია - ქართველის წარმატება აზიის ჩემპიონთა ლიგაზე
ბოლო ხუთ მატჩში ექვსი გოლი - ქვილითაიამ ნახევარფინალში გაიტანა