იბერია 1999
Aa
Aa

„ზეწოლას არ ვგრძნობთ“ - ფლორას მწვრთნელი იბერიასთან მატჩის წინ

ესტონური „ფლორას“ მთავარმა მწვრთნელმა, კონსტანტინ ვასილიევმა „იბერია 1999“-თან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი გუნდი სრულ მზადყოფნაშია და საკუთარ მოედანზე კარგი შედეგის დაფიქსირება სურს.

„ჩემპიონთა ლიგა სერიოზული გამოწვევაა. ვაანალიზებთ მეტოქის მატჩების ვიდეოჩანაწერებს, მაგრამ რეალობა ისაა, რომ „იბერიას“ შეუძლია, ჩამოვიდეს და გაგვაკვირვოს. ამიტომ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად.

ძალიან კარგად გვესმის, რაოდენ დიდია ევროთასებზე თამაშის მნიშვნელობა - სასწორზე ძალიან ბევრი რამ დევს, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც პირველი რაუნდის გავლის შემთხვევაში მეტი მატჩის ჩატარების შანსი გეძლევა.

ზეწოლას არ ვგრძნობთ, უბრალოდ გვსურს, ჩვენი პოტენციალი გამოვიყენოთ. ფოკუსირებულები უნდა ვიყოთ როგორც ბურთის ფლობისას, ისე მაშინ, როდესაც უბურთოდ მოგვიწევს თამაში“.

ცნობისთვის, ფლორასა და იბერია 1999-ს პირველი მატჩი ხვალ ესტონეთში, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება, საპასუხო შეხვედრა კი თბილისში 14 ივლისს არის ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფიზიკური დაპირისპირება იბერიაში | ჩემპიონთა ლიგაზე ერთ-ერთი ლიდერის გარეშე ითამაშებს
ფიზიკური დაპირისპირება იბერიაში | ჩემპიონთა ლიგაზე ერთ-ერთი ლიდერის გარეშე ითამაშებს