დიდი დანაკლისი - ზურაბ პეტრიაშვილი გარდაიცვალა
Aa
Aa

დიდი დანაკლისი - ზურაბ პეტრიაშვილი გარდაიცვალა

მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 76 წლის ასაკში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ქართული ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ზურაბ პეტრიაშვილი გარდაიცვალა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად, ის ბოლო წლებში აქტიურად ადევნებდა თვალს როგორც ეროვნული ნაკრების, ასევე Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის მატჩებს და სხვადასხვა მედიის საშუალებით საკუთარ აზრსაც ხშირად აფიქსირებდა.

თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოყოფაში მოწინავე პოზიციები ფეხბურთსა და სპორტს ეკავა. სწორედ ბატონი ზურაბი იყო ერთ-ერთი ინიაციტორი 1990 წლის 15 თებერვალს ჭადრაკის სასახლეში გამართული ყრილობის მოწვევისა, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაარსდა. პეტრიაშვილი ფედერაციაში ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა, პარალელურად კი საქართველოს ჩემპიონატების მატჩების მიმოხილვებს ამზადებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბერიაშვილი ძალიან კარგი არჩევანია“ - ცხადაძე ნაკრების დაცვაზე
„ბერიაშვილი ძალიან კარგი არჩევანია“ - ცხადაძე ნაკრების დაცვაზე