„ილიას ძმა სწორად მოიქცა, როდესაც...“ - გეიჯის მწვრთნელმა ალექსანდრეზე ისაუბრა
ჯასტინ გეიჯის მწვრთნელმა, ტრევორ უიტმანმა ილიას ძმის, ალექსანდრე თოფურიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სწორად მოიქცა, როდესაც ბრძოლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
უიტმანი აქებს იმ მზრუნველობას, რომელიც ალექსანდრემ თავისი ძმის მიმართ გამოიჩინა. მიუხედავად იმისა, რომ თოფურიას კუთხეში მიმდინარე საუბრის ნაწილი თარგმანის გამო გაუგებარი დარჩა, ვეტერანი მწვრთნელი ამტკიცებს, რომ გარკვეული მომენტის შემდეგ ილიამ ნათლად გამოხატა, რომ ბრძოლის გაგრძელება აღარ შეეძლო. უიტმანს მიაჩნია, რომ სპორტსმენის უსაფრთხოება მისი კუთხის მთავარი საზრუნავი უნდა იყოს, როგორც ეს ალექსანდრეს შემთხვევაში მოხდა.
რას ამბობს უიტმანი:
„ილიას ძმამ სწორად მოიქცა, როცა ბრძოლა შეაჩერა. მანამდე არ ვიცოდი რას ამბობდა, სანამ არ მითარგმნეს. გავიგე რომ ამბობდა: „ჩვენ ბრძოლას ვასრულებთ“. ის რეფერის ესაუბრებოდა და არა ილიას. მე ეს ისე აღვიქვი, თითქოს ილიამ უთხრა: „ძმაო, მეტის გაგრძელება აღარ შემიძლია“. და როდესაც ამას შენი სპორტსმენისგან ისმენ, სწორი არჩევანი უნდა გააკეთო.“
ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის საჩემპიონო ქამრების გამაერთიანებელი ბრძოლა მსუბუქ წონაში 14 ივნისს, თეთრ სახლთან გამართული სადღესასწაულო ტურნირის მთავარი მოვლენა იყო და ამერიკელის გამარჯვებით, მეოთხე რაუნდის შემდეგ ტექნიკური ნოკაუტით დასრულდა.