რაფინია დიასი
Aa
Aa

ნორვეგიასთან მატჩსაც გამოტოვებს - როდის დაბრუნდება რაფინია?

Globo-ს ცნობით, რაფინია 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ნორვეგიის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

ბრაზილიის ნაკრების სამედიცინო შტაბი იმედოვნებს, რომ გუნდის ერთ-ერთ ლიდერს შესაძლო მეოთხედფინალური მატჩისთვის მოამზადებს.

„ბარსელონას“ ფეხბურთელი საერთო ჯგუფისგან განცალკევებით ვარჯიშობდა. მან მოედანზე 30-40 წუთი დაჰყო, რის შემდეგაც ვარჯიში დატოვა. არსებობდა ალბათობა, რომ ის ნორვეგიასთან მატჩისთვის აღდგენას მოასწრებდა, თუმცა ხუთშაბათს ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ ის ამ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

რაფინიამ ბარძაყის უკანა კუნთის დაზიანება ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში, ჰაიტისთან მატჩში (3:0) მიიღო.

ბრაზილიელები ნორვეგიის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, 1/4-ფინალურ სტადიაზე ინგლისი-მექსიკას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები