„საკუთარ თავთან გულწრფელობა წარმატების გასაღებია“ - ჯონ ჯონსმა ილიაზე ისაუბრა
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ჯონ ჯონსმა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბი შეაფასა. ამერიკელმა განაცხადა, რომ მარცხის შემდეგ, „ელ მატადორს“ აქვს შესაბამისი მენტალიტეტი, რათა ძალები აღიდგინოს და ღირსეულად დაბრუნდეს, თუმცა ამისთვის საკუთარ თავთან უნდა იყოს გულწრფელი.
რას ამბობს ჯონსი:
„როგორც გავიგე, ის თავმდაბალი და გულწრფელია. გააცნობიერა, რომ უბრალოდ კარგად ვერ იჩხუბა. ვფიქრობ, რინგზე ჯანსაღად დასაბრუნებლად ეს უმთავრესი ნაბიჯია. როდესაც მებრძოლები მიზეზების ძიებას იწყებენ, მაშინ უჭირთ დაბრუნება და რევანშის მოგება. საკუთარ თავთან გულწრფელობა MMA-ში წარმატების გასაღებია“.
ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის საჩემპიონო ქამრების გამაერთიანებელი ბრძოლა მსუბუქ წონაში 14 ივნისს, თეთრ სახლთან გამართული სადღესასწაულო ტურნირის მთავარი მოვლენა იყო და ამერიკელის გამარჯვებით, მეოთხე რაუნდის შემდეგ ტექნიკური ნოკაუტით დასრულდა.