იამალი: “ტრავმა წარსულში დარჩა, 90 წუთის სათამაშოდ მზად ვარ“
მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში ესპანეთის ნაკრებმა ავსტრია უშანსოდ 3:0 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ლამინ იამალმა კომენტარი გააკეთა.
იამალი:
„ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. აქ მარცხი ნიშნავს, რომ სახლში მიდიხარ, ამიტომ მაქსიმალურად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. 100 პროცენტით მზად ვარ. ტრავმა უკვე წარსულშია და მატჩის სრულად ჩატარება შემიძლია.
ვფიქრობ ჩემი ოცნების ასრულებაზე — მინდა ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგო. გუნდი თამაშიდან თამაშამდე უმატებს. ძალიან კმაყოფილი ვართ, მაგრამ ვიცით, რომ წინ გაცილებით რთული მეტოქეები გველოდებიან.
როდესაც ვხედავ, რამდენ ადამიანს ვახარებთ, ეს დამატებით მოტივაციას მაძლევს. მინდა ჩემი ოჯახი, მეგობრები და ჩვენი გულშემატკივრები გავაბედნიერო.“
ცნობისთვის, ლამინ იამალი ავსტრიასთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში პორტუგალიას ან ხორვატიას დაუპირისპირდება.