ოიარსაბალი: “გუნდის წარმატება პირველ ადგილზე დგას“
მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში ესპანეთის ნაკრებმა ავსტრია უშანსოდ 3:0 დაამარცხა.
დუბლი შეასრულა მიკელ ოიარსაბალმა, რომელმაც მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ოიარსაბალი:
„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გავიმარჯვეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით. გოლები სასიამოვნოა, მაგრამ გუნდის წარმატება პირველ ადგილზე დგას. ვფიქრობ, ეს ჩვენი საუკეთესო მატჩი იყო ამ მსოფლიო ჩემპიონატზე. თამაშს თავიდან ბოლომდე ვაკონტროლებდით.
მომდევნო მატჩი? არ აქვს მნიშვნელობა, პორტუგალია იქნება თუ ხორვატია. ორივე ძალიან ძლიერი ნაკრებია და რთული მატჩი გველოდება. ტურნირის განმავლობაში ვიზრდებით. მთავარია, ეს დონე შევინარჩუნოთ.”
ნობისთვის, სოსიედადის თავდამსხმელს მუნდიალზე 4 გოლი დაუგროვდა და მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფურია როხას საუკეთესო ბომბარდირია.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში პორტუგალიას ან ხორვატიას დაუპირისპირდება.