ლუის დე ლა ფუენტე
Aa
Aa

დე ლა ფუენტე: “ყოველ მატჩში ვუმატებთ, ვფიქრობ სწორ გზაზე ვართ“

მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში ესპანეთის ნაკრებმა ავსტრია უშანსოდ 3:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, ფურია როხას მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ კომენტარი გააკეთა.

დე ლა ფუენტე:

„ესპანეთი ძალიან სერიოზულად თამაშობს და სწორედ ასე უნდა გავაგრძელოთ. შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ. ვაკონტროლებდით თამაშს, კარგად ვუტევდით და დაცვაშიც ძალიან საიმედოდ ვითამაშეთ.

ყოველ მატჩში ვუმატებთ. ვფიქრობ, სწორ გზაზე ვართ, მაგრამ ჯერ არაფერი მოგვიგია. ფეხებით მიწაზე მყარად უნდა ვიდგეთ და ეიფორიაში არ ჩავვარდეთ. ახლა მხოლოდ მომდევნო მატჩზე ვფიქრობთ. მიკელი განსაკუთრებული ფეხბურთელია. ის ყოველთვის მზად არის, როცა გუნდს სჭირდება.

ვიცოდით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იქნებოდა, განსაკუთრებით პლეი-ოფის ეტაპზე. წინა შეხვედრების გამოცდილება გავითვალისწინეთ და თითქმის ყველა ასპექტში იდეალურად ვითამაშეთ.

თუმცა ჯერ კიდევ არის რამდენიმე მცირე დეტალი, რომელიც უნდა გავაუმჯობესოთ. ყოველთვის შეგვიძლია უკეთ თამაში. ყოველი მომდევნო მატჩი წინაზე უფრო რთული იქნება, ამიტომ ეს მენტალიტეტი აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ.“

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში პორტუგალიას ან ხორვატიას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სოლიდური გამარჯვება ავსტრიასთან - ესპანეთი მერვედფინალშია
სოლიდური გამარჯვება ავსტრიასთან - ესპანეთი მერვედფინალშია