სოლიდური გამარჯვება ავსტრიასთან - ესპანეთი მერვედფინალშია
მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთისა და ავსტრიის მატჩში კიდევ ერთი მერვედფინალისტი გამოვლინდა - „ფურია როხამ“ ავსტრიელები 3:0 დაამარცხა.
ესპანეთი პირველივე წუთებიდან სათამაშო უპირატესობას ფლობდა, რომელიც გოლად 37-ე წუთზე აქცია. საგოლე კომბინაცია პედრიმ წამოიწყო, მარკ კუკურელიას გადაცემით კი მიკელ ოიარსაბალმა ისარგებლა და ესპანეთი დააწინაურა.
პირველი ტაიმის ბოლოს ალექს ბაენას დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა, ლამინ იამალმა კი ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი ავსტრიელთა მეკარეს, ალექსანდერ შლაგერს გაარტყა. მეორე ტაიმში სათამაშო უპირატესობა ისევ ესპანელების მხარეს იყო, 66-ე წუთზე ბაენას პასის შემდეგ თავური დარტყმით პედრო პორომ გამოიჩინა თავი.
89-ე წუთზე კუკურელიამ მეორე საგოლე პასი მიითვალა, ოიარსაბალმა კი დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.
მერვედფინალში ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი პორტუგალიასა და ხორვატიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.