„მეჩხუბოს და მიხვდება, ამ წონისთვის რამდენად პატარაა“ | პიმბლეტი ილიაზე
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა პედი პიმბლეტმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. ინგლისელის მიხედვით, „ელ მატადორი“ მსუბუქი წონისთვის ზედმეტად პატარაა და თუ მასთან იჩხუბებს, ქვემსუბუქ წონაში დაბრუნდება.
„ყოველთვის ვამბობ, რომ UFC-ში წონითი დივიზიონები ტყუილად არ გვაქვს. ილია თოფურია მსუქანი ქვემსუბუქწონოსანი მებრძოლია. ის მსუბუქ წონით დივიზიონში არ უნდა ჩხუბობდეს. თუ ოდესმე მის წინააღმდეგ ვიჩხუბებ, ხალხი დაინახავს, რომ ეს მართლაც ასეა. ჩემთან თუ იჩხუბა, შემდეგ ქვემსუბუქ წონაში დაბრუნდება, რადგან გაანალიზებს, ამ წონისთვის ფიზიკურად რამდენად პატარაა.
ჯასტინ გეიჯის გამარჯვებამ მოტივაცია მომცა. მახსოვს, ვფიქრობდი: „გეიჯიმ დამამარცხა, ოდესმე ტიტულთან ახლოს მივალ?“ ვამბობდი, რომ გეიჯი გაიმარჯვებდა და ყველა დამცინოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ილია თოფურიას დავამარცხებ. გეიჯიმ ღირსეულად მომიგო და ვფიქრობ, განგება იყო, რომ მე დამამარცხა, შემდეგ კი თეთრ სახლში ილია დაამარცხა“, — აღნიშნა პიმბლეტმა.
შეგახსენებთ, რომ პიმბლეტი მომდევნო ორთაბრძოლას UFC 329-ის ფარგლებში გამართავს. ინგლისელი მებრძოლი ბენუა სენ-დენის დაუპირისპირდება და მათი ჩხუბი ღონისძიების თანამთავარი მოვლენა იქნება.