იბერია გაძლიერდა | ჩემპიონთა ლიგის წინ ბრაზილიელი მცველი დაიმატა
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა იბერიამ 21 წლის ბრაზილიელი ცენტრალური მცველი ანდრეი სანტოსი დაიმატა. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დააასტურა.
სანტოსი 1,93 მ. სიმაღლისაა, მემარჯვენეა, გასული სეზონი აზერბაიჯანულ საბაჰში გაატარა და მისი გუნდი ყარაბაღთან კონკურენციაში ქვეყნის ჩემპიონი გახდა, თუმცა ანდრეის მცირე სათამაშო დრო ჰქონდა, ჩემპიონატის ექვს და კონფერენს ლიგის ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საერთო ჯამში მხოლოდ 311 წუთი ითამაშა. საბაჰში სათამაშო პრაქტიკის პრობლემა ჰქონდა, თუმცა ვიმედოვნოთ, რომ იბერიას ჩემპიონთა ლიგის მატჩებში დაეხმარება.
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე იბერიას მეტოქე ესტონური ფლორაა, პირველი შეხვედრები 7/8 ივლისს გაიმართება, საპასუხო - 14/15 ივლისს. ქართული კლუბი პირველ მატჩს სტუმრად გამართავს. ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი გუნდის მეტოქე იაია ტურეს ბრატისლავის სლოვანი იქნება.