მარკ კუკურელია
Aa
Aa

“ამ შანსზე უარს ვერ ვიტყოდი“ - კუკურეიამ რეალში ტრანსფერზე ისაუბრა

როგორც მოგეხსენებათ, მარკ კუკურეიამ ლონდონის ჩელსი დატოვა და კარიერას მადრიდის რეალში აგრძელებს.

მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად, ესპანელმა უკანახაზელმა El Mundo-სთან ისაუბრა.

კუკურეია:

„ყველაფერი დღე-ნახევარში, მაქსიმუმ ორ დღეში მოხდა. ჩემთვის ასე ბევრად უკეთესი იყო — ყველაფერი ძალიან სწრაფად დასრულდა და ზედმეტი თავის ტკივილიც არ მქონია.

ყველაფერი უკვე დასრულებული იყო. მე მხოლოდ მატჩზე ვფიქრობდი და სანერვიულოც აღარაფერი მქონდა. სხვადასხვა ვარიანტი არსებობდა, მაგრამ როგორც კი მადრიდის რეალის შეთავაზება მივიღე, წამითაც არ მიფიქრია. ვფიქრობ, ეს უნიკალური შესაძლებლობაა.

თავიდანვე მე და ჩემმა ოჯახმაც გავაცნობიერეთ, რომ ეს ისეთი შანსი იყო, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელი იქნებოდა. რეალის მაისურის ტარება უდიდესი პატივია და ასეთი შესაძლებლობა ბევრ ფეხბურთელს ცხოვრებაში არც კი ეძლევა.“

კუკურეია, რომელმაც საფეხბურთო გზა ბარსელონას აკადემიაში დაიწყო, ასევე ისაუბრა თავისი წარმომავლობისა და ახალ კლუბს შორის არსებულ შედარებაზეც.

„ცხოვრება სხვადასხვა ეტაპისგან შედგება. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მომიწია და ამაში არანაირი ეჭვი არ მეპარება.

ბავშვობაში დიდ გუნდებში თამაშზე ოცნებობ. ვფიქრობ, რეალი სწორედ ასეთი კლუბია. ეს არის გუნდი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მეტი ჩემპიონთა ლიგის ტიტული აქვს.

ამ კლუბს განსაკუთრებული მისტიკა აქვს... არ ვიცი, როგორ აღვწერო, მაგრამ ეს სრულიად აუხსნელია. ძალიან ცოტას შეუძლია ახსნას, როგორ ახერხებს რეალი იმ მატჩების შემოტრიალებას და მოგებას, როდესაც თითქოს უკვე დამარცხებასთან ძალიან ახლოსაა.

იმ ჯადოსნური ევროპული საღამოების საკუთარ თავზე განცდა, ჩემი აზრით, ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. როდესაც ამის შესაძლებლობა გეძლევა, ეჭვის ადგილი პრაქტიკულად აღარ რჩება.“

შეგახსენებთ, რომ ესპანელი მარცხენა მცველი ჩელსიში 2022/2026 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდის განმავლობაში კუკურეიამ ყველა ტურნირზე ერთად 163 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 9 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - კონატე რეალის ფეხბურთელია
ოფიციალურად - კონატე რეალის ფეხბურთელია