ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, დემეტრიუს ჯონსონი
Aa
Aa

„როდესაც თოფურიას ამარცხებ, უნდა წახვიდე“ - ჯონსონის რჩევები გეიჯის

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში გამართულ თეთრი სახლის გრანდიოზულ ღონისძიებაზე, ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის შორის გამართულ სუპერდაპირისპირებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მსუბუქი წონითი დივიზიონის ახალ ჩემპიონს, რომელმაც მიზნის მიღწევა საკმაოდ გვიან, 37 წლის ასაკში შეძლო, სამომავლო გეგმების თაობაზე რჩევებს უამრავი მებრძოლი აძლევს და მათ შორის გახლავთ ლეგენდარული დემეტრიუს ჯონსონი, რომელმაც Full Mount MMA-სთან საუბრისას, ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ჯასტინ გეიჯიმ ამ სპორტში ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. ამდენი ფული გამოიმუშავა, ახლა კი მსუბუქი წონითი დივიზიონის ულაპარაკო ჩემპიონია. საუკეთესო საქციელი ახლა მისი მხრიდან კარიერის დასრულება იქნება. როდესაც 37 წლის ასაკში ისეთ ლეგენდას, როგორიც ილია თოფურიაა, კარიერაში პირველ მარცხს აგემებ, პენსიაზე უნდა გახვიდე, რადგან ასეთ შემთხვევაში გულშემატკივრებს ფორმის პიკზე ამახსოვრდები, ტვინი დაზიანებული არ გაქვს და მზის ჩასვლასაც საღი გონებით უყურებ“.

შეგახსენებთ, რომ დემეტრიუს ჯონსონი UFC-ის უმსუბუქეს წონით დივიზიონში იბრძოდა და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სპორტსმენად ითვლება, რადგან მან ტიტული ზედიზედ 11-ჯერ დაიცვა, რაც ყველა დროის სარეკორდო მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არასდროს იზეიმოთ სხვა ადამიანის მარცხი“ | ალი აბდელაზიზი ილიასა და გეიჯის ჩხუბზე
„არასდროს იზეიმოთ სხვა ადამიანის მარცხი“ | ალი აბდელაზიზი ილიასა და გეიჯის ჩხუბზე