„თოფურიას ამაზე უარეს დღეში ჩავაგდებ“ - ცარუკიანმა ბრძოლა შეაფასა
იმ ადამიანებს შორის, რომლებიც გამუდმებით ილია თოფურიას ფეხის დაცდენას ელოდებოდნენ, არმან ცარუკიანს მოწინავე პოზიცია ეკავა. UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის სომეხი მეორე ნომერი უკანასკნელი პერიოდი გამუდმებით „ელ მატადორთან“ დაპირისპირებას ითხოვდა და როდესაც მისი მოთხოვნები არაფრად ჩააგდეს, იძულებული გახდა ჯასტინ გეიჯის პლუსებსა და ამ უკანასკნელის ფავორიტობაზე დაეწყო საუბარი. სამწუხაროდ, თეთრი სახლის ღონისძიებაზე ყველაფერი ისე წარიმართა, რომ არმანსა და მის თანამოაზრეებს სალაპარაკო მიეცათ და ბუნებრივია, ახლა მისი გაჩუმება ორმაგად რთული იქნება.
არმან ცარუკიანი
ილია ზედმეტად თავდაჯერებული აღმოჩნდა და ფიქრობდა: „ახლა შევალ ოქტაგონში და გეიჯის დავანოკაუტებ“. მან ჯებების გამოყენებაზეც კი უარი თქვა საიმისოდ, რომ დისტანციის შემცირებაზე ეზრუნა. მხოლოდ მარჯვენა ხელით ურტყამდა და ეგონა რომ ასე მარტივად გათიშავდა ჯასტინს - ალბათ წამიერად საკუთარი თავი კანელო ალვარესად წარმოიდგინა.
რა თქმა უნდა, თოფურია გატყდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ შენ ვაჟკაცი ხარ, საკუთარ თავს ნებისმიერ დროს ეტყვი: „არა, მე მაინც გავაგრძელებ ბრძოლას“. ასე არ არის? თუმცა, ის ზედმეტი თვითდაჯერებისა და მოდუნებისთვის დაისაჯა. სანამ ილია გამოჯანმრთელდება, იქამდე დარწმუნებული ვარ ჩემპიონი გავხდები და ზუსტად ისეთივე დღეში ჩავაგდებ, როგორშიც გეიჯიმ ჩააგდო, შეიძლება უარესშიც“.
ცნობისათვის, არმან ცარუკიანმა თოფურია-გეიჯის ჩხუბზე 1 მილიონი დოლარი ამერიკელი მებრძოლის სასარგებლოდ დადო და მოგებული ექვსი მილიონიდან 1 მილიონი ჯასტინს გადაურიცხა.