ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, ედი ალვარესი
Aa
Aa

„გეიჯის ერთადერთ შანსად ეს მესახება“ - ალვარესის პროგნოზი

UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში აბსოლუტური უმრავლესობა ილია თოფურიას ჯასტინ გეიჯისთან ცალსახა ფავორიტად მიიჩნევს, რაც არალოგიკური ნამდვილად არ არის, რადგან დაუმარცხებელმა „ელ მატადორმა„ ბოლო პერიოდში ნოკაუტში სპორტის ამ სახეობის სამი ლეგენდა, ალექსანდრ ვოლკანოვსკი, მაქს ჰოლოუეი და ჩარლზ ოლივეირა გაგზავნა. რა ფარული იარაღი შეიძლება ჰქონდეს გეიჯის ილიას წინააღმდეგ, ამის თაობაზე UFC-ის ყოფილმა ამერიკელმა ჩემპიონმა ედი ალვარესმა საინტერესო მოსაზრება გამოთქვა:

„ჯასტინს ვურჩევდი მეტოქეს წვივებში რაც შეიძლება მეტი დარტყმა მიაყენოს. თუ თოფურია შეტევაზე თავიდანვე გადავა, მასაც გააქტიურება მოუწევს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში თავს ვერ დაიცავს. იცით, რა იქნება გამარჯვებისთვის გეიჯის საუკეთესო შანსი? თუ მეტოქესთან დარტყმების გაცვლაში შევა, სხვა გზას მე ვერ ვხედავ. რატომ? იმიტომ რომ თოფურიას კარგი ხედვა აქვს საიმისოდ, რომ გეიჯის წინსვლა გაანეიტრალოს, ქართველი მუდამ კონცენტრირებულია და ჩხუბის დროს მიმდინარე მოვლენებს არაჩვეულებრივად აანალიზებს“.

ცნობისათვის, ჯასტინ გეიჯიმ ილია თოფურიასთან დაპირისპირების შანსი იანვარში მიიღო - მან დროებითი ჩემპიონის ქამრისთვის გამართულ ჩხუბში პედი პიმბლეტი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არამხოლოდ მოუგებს, არამედ დაამცირებს“ - კოვინგტონის ფავორიტი ილიაა
„არამხოლოდ მოუგებს, არამედ დაამცირებს“ - კოვინგტონის ფავორიტი ილიაა