ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, მაურისიო რუფი
Aa
Aa

„მზად ვიქნები“ - რუფიმ UFC-ის ილია-გეიჯის ბრძოლის დაზღვევა შესთავაზა

არმან ცარუკიანი, რომელიც ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის გამაერთიანებელ ბრძოლას აზღვევდა, ამ შაბათს თეთრ სახლთან დაგეგმილი UFC-ის ტურნირის მონაწილეთა ოფიციალური აწონვის ცერემონიაზე დასწრებას არ აპირებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღონისძიების მთავარი მოვლენა სათადარიგო მებრძოლის გარეშე დარჩება.

ბრაზილიელი მსუბუქწონოსნის, მაურისიო რუფის თქმით, რომელმაც სადღესასწაულო შოუს ფარგლებში ბრძოლა ამერიკელ მაიკლ ჩენდლერთან უნდა ჩაატაროს, ის ორგანიზაციას შეუთანხმდა, რომ საჩემპიონო წონას დააფიქსირებს და საჭიროების შემთხვევაში, მზად იქნება ბოლო მომენტში შემცვლელად გამოვიდეს.

„ამაზე ასი პროცენტით ვარ კონცენტრირებული და საჩემპიონო ქამრისთვის საბრძოლველად მზად ვიქნები. ჩემი გუნდი UFC-ს ესაუბრა და შემიძლია შემდეგი გითხრათ: შაბათს საჩემპიონო წონას ჩავაბარებ. თუ მათ ჩემი დახმარება დასჭირდებათ და რამე მოხდება, საჩემპიონო ლიმიტში ჩავეტევი. მზად ვიქნები ტიტულისთვის ვიბრძოლო“,

- განაცხადა ბრაზილიელმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამჟამად მაურისიო რუფი UFC-ის მსუბუქი წონის რეიტინგში მეცხრე პოზიციას იკავებს, ხოლო დივიზიონის მეორე ნომერი, არმან ცარუკიანი, თეთრ სახლთან დაგეგმილ ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე მონაწილეობას მიიღებს სენტ-ლუისში გასამართ საჭიდაო ტურნირში (RAF 10), რომლის ფარგლებშიც ტონი ფერგიუსონს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები