„არავისთვის არაფერი აგვიკრძალავს“ - უაითისთვის სტრიკლენდი საფრთხეა
შონ სტრიკლენდი საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ აღმოჩნდა - საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა განაცხადა, რომ მას თეთრის სახლის ღონისძიებაზე დასწრებას უკრძალავენ, რადგან წარსულში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ღიად გააკრიტიკა. რამდენად შეეფერება სიმართლეს ყოველივე ეს, ამასთან დაკავშირებით UFC-ის აღმასრულებელ დირექტორზე დენა უაითზე კომპეტენტური პასუხი ვერავის ექნებოდა და მან ასეთი კომენტარი გააკეთა:
„შონს რომ ჰკითხოთ, თეთრ სახლში ყველაფერი აკრძალულია. სინამდვილეში მას არ ესმის, ან არ უნდა გაიგოს, რომ ადგილები შეზღუდულია და სულ 4 300 ადამიანს შეეძლება ამ ისტორიულ ღონისძიებაზე დასწრება. რა თქმა უნდა, მისთვის აქ მოსვლა არავის აუკრძალავს, თუმცა ისე ნამდვილად კარგი იქნება, თუ სტრიკლენდი კაცობრიობისგან შორს იქნება და ხალხში არ გაერევა“.
შეგახსენებთ, რომ შონ სტრიკლენდმა რამდენიმე კვირის წინ დაუმარცხებელ ხამზატ ჩიმაევს კარიერაში პირველი მარცხი აგემა და საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი მსაჯების გადაწყვეტილებით ჩამოართვა.