ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, კოლბი კოვინგტონი
Aa
Aa

„არამხოლოდ მოუგებს, არამედ დაამცირებს“ - კოვინგტონის ფავორიტი ილიაა

UFC Freedom-ის გრანდიოზული ღონისძიების მოახლოებასთან ერთად, ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლასთან დაკავშირებით კომენტარს შერეული ორთაბრძოლების უამრავი მებრძოლი აკეთებს და მათ რიგებში აღმოჩნდა კოლბი კოვინგტონი, რომელმაც ყოველგვარი მორიდების გარეშე გეიჯი ამ ბრძოლაში უშანსოდ დაასახელა და ქართველი „ელ მატადორის“ გამარჯვება იწინასწარმეტყველა.

კოლბი კოვინგტონი

თოფურია გეიჯის არამხოლოდ მოუგებს, არამედ დაამცირებს, რის შემდეგაც ჯასტინი მემებისთვის კარგ მასალად გადაიქცევა. მოუთმენლად ველოდები როდის დაიწყება ეს ჩხუბი და როდის გაგზავნის ილია მას ღრმა ნოკაუტში, რის შემდეგაც დარწმუნებული ვარ გეიჯი RAF-ში გადმოინაცვლებს და აქ უკვე უკანალში დარტყმებს ჩემგან მიიღებს.

ცნობისათვის, ამერიკელმა კოლბი კოვინგტონმა UFC-ში ბოლოს 2022 წლის 5 მარტს გაიმარჯვა, როდესაც ხორხე მასვიდალს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო. მას შემდეგ ჯერ ლეონ ედვარდსთან, შემდეგ კი ხოაკინ ბაკლისთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უბრალოდ, მისი ცოლი დავიცავი“ - გეიჯი თოფურიას პასუხობს
„უბრალოდ, მისი ცოლი დავიცავი“ - გეიჯი თოფურიას პასუხობს