Aa
Aa

ანანიძემ ბურთით ივარჯიშა - პირველად რომში, შემდეგ მოსკოვში

მოსკოვის ''სპარტაკის'' ქართველმა ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ რომში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ ბურთთან ერთად ვარჯიში დაიწყო. რუსული კლუბის პრესსამსახურმა ანანიძის ბურთით ვარჯიშის კადრები გაავრცელა: ''კარგი ამბავი მეგობრებო, ანანიძემ უკვე დაიწყო ბურთთან ერთად ვარჯიში. უახლოეს პერიოდში ჯანო ტარასკოვკას ბაზაზე ივარჯიშებს.''

ჯანო ანანიძემ ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 24 მარტს ლიტვასთან ამხანაგურ მატჩში მიიღო ტრავმა,  შემდეგ იტალიაში გაემგზავრა და კლინიკა ''ვილა სტიუარტში'' ოპერაცია ჩაუტარდა.  ოპერაციას იტალიელი ექიმი პიერე-პაოლო მარიანი უძღვებოდა. ანანიძე სარეაბილიტაციო კურსის საწყის ეტაპს რომში გაივლის, შემდეგ კი მოსკოვში დაბრუნდება. სავარაუდოდ ქართველი ფეხბურთელი 6 თვე ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას.

შეგახსენებთ, 2017 წლის 23 სექტემბერს პრემიერ ლიგაში ''სპარტაკისა'' და ''ანჟის'' დაპირისპირება ფრედ 2:2 დასრულდა. ანანიძე სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა, თუმცა მოედანი ტრავმის გამო 36-ე წუთზე დატოვა, ჯანომ ტრავმის გამო  დატოვა. ჯანო მოედანს 4 მარტს დაუბრუნდა, მოსკოვის ''ლოკომოტივთან'' მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში. ტრავმის შემდეგ მეორე მატჩი ეროვნულ გუნდში ლიტვასთან ჩაატარა, თუმცა მე-11 წუთზე შეცვალეს,  მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები დაუზიანდა და მისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები