ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, დიეგო ლოპესი
Aa
Aa

„გეიჯი სხვებისგან გამორჩეულია“ | რატომ ვარაუდობს ლოპესი ილიას წაგებას

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, დიეგო ლოპესმა, „თეთრი სახლის“ ღონისძიების მთავარ მოვლენასთან დაკავშირებით პროგნოზი გააკეთა. ლოპესმა ჯასტინ გეიჯის მხარე დაიჭირა და აღნიშნა, რომ ამერიკელ მებრძოლს ილია თოფურიას დამარცხება შეუძლია.

„ვფიქრობ, ჯასტინ გეიჯის სენსაციის შემოთავაზება და გამარჯვება შეუძლია. არის ერთი საინტერესო ფაქტორი, რაც ვიღაცამ სოციალურ ქსელში გაავრცელა და აუცილებლად გასათვალისწინებელია. ალექსანდრ ვოლკანოვსკი შესანიშნავი და ჭკვიანი მებრძოლია, მაგრამ ძალიან დიდი ძალითა და მძლავრი ნოკაუტებით არ გამოირჩევა.

ჩარლზ ოლივეირას ძალა კი აქვს, თუმცა თოფურიასნაირი სიზუსტე არ აქვს. მაქს ჰოლოუეის იგივე ძალა აქვს, მაგრამ მეტოქეების ერთი დარტყმით დანოკაუტება არ შეუძლია. ჯასტინ გეიჯი მათგან განსხვავებულია. მას შეუძლია, მოწინააღმდეგე ერთი ძლიერი დარტყმით დაანოკაუტოს. ამ პოსტის ნახვის შემდეგ გეიჯისკენ ვიხრები“.

საინტერესოა, რომ 2020 წლის შემდეგ გამართული 8 ორთაბრძოლიდან გეიჯის 5 მოგება და 3 წაგება აქვს. ჯასტინმა 5-დან 4 ბრძოლა მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო, ერთხელ კი დასტინ პორიე ფეხით განხორციელებული დარტყმით დაანოკაუტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აუტანელი პატარა ბიჭი ხარ“ | გეიჯისა და თოფურიას დაპირისპირება სოც ქსელებში
„აუტანელი პატარა ბიჭი ხარ“ | გეიჯისა და თოფურიას დაპირისპირება სოც ქსელებში