დელ პიერო:
Aa
Aa

დელ პიერო: "ბუფონი მართალი არ იყო"

ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ გუშინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ბუფონი მსაჯთან მიმართებით მართალი არ იყო.

ბუფონმა ინგლისელ მსაჯ მაიკლ ოლივერს ცხოველი უწოდა და თქვა, რომ ასეთ სიტუაციაში მსგავსი გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანს გული არ შეიძლება ჰქონდეს და მის ადგილას სხეულში ნაგვის ურნა უდევს.

"როცა ჯიჯი მსაჯზე ლაპარაკობდა... სიმართლე გითხრათ, მისი გაგება გამიჭირდა. ვფიქრობ, ის რამდენიმე დღეში სხვანაირად ილაპარაკებს.

წარმოდგენა არ მაქვს, პირველი მატჩი და საერთო სიტუაცია მხედველობაში რატომ უნდა მივიღოთ. ფეხბურთში ასეა, კონკრეტული ეპიზოდი უნდა შეფასდეს, მიუხედავად იმისა, კარგია ის შენთვის თუ ცუდი".

ბუფონი და დელ პიერო "იუვენტუსში" თანაგუნდელები 2001-2012 წლებში იყვნენ, 2006 წელს კი იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები