ნარიმანიძემ პენალტი ვერ გამოიყენა | 21-წლამდე ნაკრები აშშ-სთან დამარცხდა
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ბლაგოევგრადში, ჰრისტო ბოტევის სახელობის სტადიონზე ამერიკის 20-წლამდე ნაკრებთან ამხანაგური მატჩი გამართა. რამაზ სვანაძის გუნდი მინიმალური ანგარიშით დამარცხდა და 0:1 წააგო.
მატჩს მძიმე სტარტი ჰქონდა, თუმცა პირველ ტაიმში ქართველ ფეხბურთელებს ანგარიშის გახსნის შესანიშნავი შანსი მიეცათ. აშშ-ს კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ალექსანდრე ნარიმანიძემ შეასრულა. სამწუხაროდ, მისი დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე გავიდა. ჩაწოდების შემდეგ, ოუენ პრესთუსიმ ბრის ჯემისონს კარგი პასი გაუკეთა და ამ უკანასკნელმა საკუთარი გუნდი დააწინაურა. დარჩენილ დროში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და აშშ-მა 1:0 მოიგო.
ცნობისთვის, 21-წლამდე ნაკრებს კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა ელოდება. 9 ივნისს, რამაზ სვანაძის გუნდი მოლდოვას დაუპირისპირდება.