Aa
Aa

ებრალიძის მეშვიდე საგოლე გადაცემა - მატჩის შედეგი სენსაციურია

პორტუგალიის სეგუნდა ლიგის 32-ე ტურში ელიტაში აღზევებისთვის მებრძოლი ''ვიზეუ'' საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ ''რეალს'' შეხვდა, ფავორიტმა მატჩი ვერ მოიგო, შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. 

70-ე წუთზე ''ვიზეუს'' ქართველმა შემტევმა ავთო ებრალიძემ საგოლე გადაცემა შეასრულა, ანგარიში 1:1 გახდა. ავთო სასტარტო თერთმეტეულში მოხვდა და შეუცვლელად, 90 წუთი ითამაშა.

სეგუნდა ლიგის 20-გუნდიან საფეხბურთო ჩემპიონატში ''ვიზეუ'' 51 ქულით მე-7 ადგილზეა, მეორე ადგილზე მყოფ ''სანტა კლარას'' მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება, გამარჯვების შემთხვევაში ''ვიზეუ'' მეორეადგილოსანთან სხვაობას ორ ქულამდე შეამცირებდა. ელიტაში პირველ და მეორე საფეხურზე გასული გუნდები აღზევდებიან.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ მიმდინარე სეზონში სეგუნდა ლიგაში 24 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 5 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

რუსეთის პრემიერლიგაში ტულას ''არსენალმა'' საკუთარ კედლებში 2:1 დაამარცხა უშუალო კონკურენტი ''უფა.'' სტუმართა შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ჯიმი ტაბიძე სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა, არ შეუცვლიათ. ''არსენალში'' ირიცხება გია გრიგალავა, თუმცა გამოცდილი მცველი სამატჩო განაცხადში ვერ ვიხილეთ. 16-გუნდიან ჩემპიონატში ''არსენალი'' 35 ქულით მე-6 ადგილზეა, ''უფა'' კი 34 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.

''საბურთალოს'' სკოლის აღზრდილმა, ცენტრალურმა მცველმა ჯიმი ტაბიძემ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მე-19 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 1 ყვითელი ბარათი მიიღო. ჯიმის ასევე უთამაშია რუსულ ''ურალსა'' და ბელგიური ''გენტის'' სარეზერვო გუნდში. პროფესიული საფეხბურთო კარიერა 2013 წელს ''საბურთალოში'' დაიწყო.

ქართველი ლეგიონერების შესახებ იხილეთ

სწრაფი კონტრშეტევა - გოგუას ეფექტური საგოლე პასი

არველაძის გუნდი კონკურენტთან დამარცხდა

არაბიძე მოედანს დაუბრუნდა

ესტონეთში ქართველი გამორჩეულია - ბეგლარიშვილის 2 საგოლე პასი

კანკავას გადამწყვეტი გოლი - ''ტობოლის'' მორიგი გამარჯვება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები