არველაძის გუნდი კონკურენტთან დამარცხდა
Aa
Aa

არველაძის გუნდი კონკურენტთან დამარცხდა

უზბეკეთის ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატის მეხუთე ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩში ''ბუხარამ'' საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა შოთა არველაძის გაწვრთნილი ტაშკენტის ''ფახთაქორი.''

 ამ გამარჯვებით ''ბუხარამ'' 9 ქულა მოაგროვა და ''ფახთაქორს'' გაუთანაბრდა. ამ ეტაპზე ეს გუნდები მხოლოდ ლიდერ ''ბუნიოდკორს'' ჩამორჩებიან. მეხუთე ტურის მატჩები ჯერ არ გაუმართავთ ''ფახთაქორისა'' და ''ბუხარას'' კონკურენტებს, მათი გამარჯვებების შემთხვევაში შესაძლოა შოთა არველაძის გუნდი მესამე ან მეოთხე პოზიციაზე დაქვეითდეს.

მიმდინარე სეზონში შოთა არველაძის გუნდმა ჩემპიონატის ხუთი მატჩიდან 3 მოიგო, ორ შეხვედრაში დამარცხდა, 7 გოლი შეაგდო და 3 გაუშვა. 

უზბეკეთის ჩემპიონატში ''ქიზილქუმი'' შინ 0:1 დამარცხდა ლიდერ ''ბუნიოდკორთან.'' მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ელგუჯა გრიგალაშვილი მოხვდა, რომელიც 66-ე წუთზე შეცვალეს. გრიგალაშვილის თანაგუნდელი გიორგი კვესიეშვილი სათადარიგო იყო. ''ქიზილქუმი'' 3 ქულით 12 გუნდს შორის მე-10 ადგილზეა.

მე-6 ტურში, 12 აპრილს არველაძის გუნდი უმასპინძლებს ''ქიზილქუმს.''

ქართველი ლეგიონერების შესახებ ასევე იხილეთ

არაბიძე მოედანს დაუბრუნდა

ესტონეთში ქართველი გამორჩეულია - ბეგლარიშვილის 2 საგოლე პასი

კანკავას გადამწყვეტი გოლი - ''ტობოლის'' მორიგი გამარჯვება

ხოჭოლავას სადებიუტო გოლი - ''შახტარისთვის'' ქართველმა გაიტანა

სწრაფი კონტრშეტევა - გოგუას ეფექტური საგოლე პასი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები