Aa
Aa

სწრაფი კონტრშეტევა - გოგუას ეფექტური საგოლე პასი

ყაზახეთის პრემიერლიგის მეოთხე ტურში ყარაგანდის ''შახტიორმა'' საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა ''ყიზილჟარი.'' სტუმრებმა გოლები მეხუთე და მეცხრე წუთებზე გაუშვეს, საპასუხო გოლი კი მეორე ტაიმის პირველ დამატებულ წუთზე შეაგდეს, როცა სტუმართა შემტევმა გოგიტა გოგუამ საკუთარი ნახევრიდან შორეული გადაცემა შეასრულა, ქართველის ეფექტური საგოლე პასი თანაგუნდელმა გამოიყენა.

34 წლის გოგიტა გოგუა ფორვარდის უკან მოქმედებდა, ხოლო მისი თანაგუნდელი გიორგი ფოფხაძე საყრდენ ნახევარმცველად ათამაშეს. ფოფხაძემ და გოგიამ 90 წუთი ითამაშეს,  მე-14 წუთზე გოგუამ ყვითელი ბარათი მიიღო, არბიტრმა 90-ე წუთზე ფოფხაძე გააფრთხილა. ''ყიზილჟარის'' კიდევ ერთ ქართველს, შოთა გრიგალაშვილს არ უთამაშია.

''ყიზილჟარი'' გათამაშების აუტსაიდერია, საწყისი 4 ტურის შემდეგ ქულა არ მოუპოვებია, გაიტანა 4 და გაუშვა 8 გოლი. ასევე 0 ქულაა ''ატირაუს'' ანგარიშზე.

 

ქართველი ლეგიონერების შესახებ იხილეთ:

არველაძის გუნდი კონკურენტთან დამარცხდა

არაბიძე მოედანს დაუბრუნდა

ესტონეთში ქართველი გამორჩეულია - ბეგლარიშვილის 2 საგოლე პასი

ხოჭოლავას სადებიუტო გოლი - ''შახტარისთვის'' ქართველმა გაიტანა

კანკავას გადამწყვეტი გოლი - ''ტობოლის'' მორიგი გამარჯვება

ებრალიძის მეშვიდე საგოლე გადაცემა - მატჩის შედეგი სენსაციურია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები