Aa
Aa

ხოჭოლავას სადებიუტო გოლი - ''შახტარისთვის'' ქართველმა გაიტანა

უკრაინის პრემიერლიგის 26-ე ტურში დონეცკის ''შახტარმა'' სტუმრად 2:0 დაამარცხა ''ვერესი.'' მეორე გოლი 78-ე წუთზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა დავით ხოჭოლავამ გაიტანა, 24 წლის მცველისთვის სადებიუტო გოლია დონეცკური გუნდის შემადგენლობაში. 

ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ instagram-ზე დაწერა: ''ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესისკენ, ბედნიერი ვარ გატანილი გოლით და  მორიგი მატჩით, რომელშიც გოლი არ გაგვიშვია.''

ხოჭოლავა დღევანდელ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა, შეუცვლელად ითამაშა, მიმდინარე სეზონში უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატში მე-11 შეხვედრა ჩაატარა. საერთო ჯამში 809 წუთი გაატარა მინდორზე და ხუთი ყვითელი ბარათი მიიღო.

პრემიერლიგის გარდა ხოჭოლავამ უკრაინის თასის ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ოდესის ''ჩერნომორეცის'' ყოფილმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე, ჯგუფურ ეტაპზე 4 მატჩი ჩაატარა.

''შახტარმა'' პრემიერლიგაში ზედიზედ მერვე შეხვედრა მოიგო. უკრაინის პრემიერლიგის საუკეთესო ექვსეულში ''შახტარი'' 63 ქულით პირველ ადგილზეა, 6 ქულით უსწრებს ტრადიციულ კონკურენტ კიევის ''დინამოს.''

ქართველი ლეგიონერების შესახებ იხილეთ:

სწრაფი კონტრშეტევა - გოგუას ეფექტური საგოლე პასი

არველაძის გუნდი კონკურენტთან დამარცხდა

არაბიძე მოედანს დაუბრუნდა

ესტონეთში ქართველი გამორჩეულია - ბეგლარიშვილის 2 საგოლე პასი

კანკავას გადამწყვეტი გოლი - ''ტობოლის'' მორიგი გამარჯვება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები