Aa
Aa

ესტონეთში ქართველი გამორჩეულია - ბეგლარიშვილის 2 საგოლე პასი

ესტონეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-7 ტურში ტალინის ''ფლორამ'' სტუმრად 7:0 გაანადგურა ''კურესაარე.'' გამარჯვებულთა ქართველმა ლიდერმა ზაქარია ბეგლარიშვილმა კიდევ ერთი კარგი მატჩი ჩაატარა, ამჯერად  ორი საგოლე გადაცემა შეასრულა (მესამე და მეოთხე გოლზე).

მეხუთე გოლისას 27 წლის ბეგლარიშვილი ქუსლით ცდილობდა გოლის გატანას, თუმცა მეტოქის ფეხბურთელმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი 58-ე წუთზე შეცვალეს.

6 ტურის შემდეგ 10-გუნდიან ლიგას ''ფლორა'' 15 ქულით ლიდერობს, 1 ქულით უსწრებს უშუალო კონკურენტებს, ''ლევადიასა''  და ''კალიუს.''

ბეგლარიშვილმა მიმდინარე სეზონში ესტონეთის ჩემპიონატის ექვს შეხვედრაში 496 წუთი გაატარა მინდორზე, 3 გოლი შეაგდო და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. გასული წლების მსგავსად კვლავ ერთ-ერთი საუკეთესოა ესტონეთის საფეხბურთო ლიგაში. 

ესტონეთის ოთხგზის ჩემპიონს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ 1 მატჩი აქვს ჩატარებული კახა ცხადაძის მწვრთნელობისას. გასულ წელს ფეხბურთელმა ესტონეთის ეროვნულ ნაკრებში თამაში გადაწყვიტა, მან უკვე დაიწყო პროცედურები ესტონეთის მოქალაქეობის მისაღებად. ესტონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დაინტერესებულია ბეგლარიშვილით და დიდი ალბათობით 2018 წლის შემოდგომაზე ნაკრებში მიიწვევს, სწორედ შემოდგომაზე გახდება ბეგლარიშვილი ესტონეთის მოქალაქე, მას შემდეგ რაც მოქალაქეობის მისაღებად სავალდებულო გამოცდებს ჩააბარებს. ფეხბურთელს ესტონურ მედიასთან ამ თემაზე არაერთხელ უსაუბრია.

ქართველი ლეგიონერების შესახებ ასევე იხილეთ

არველაძის გუნდი კონკურენტთან დამარცხდა

არაბიძე მოედანს დაუბრუნდა

სწრაფი კონტრშეტევა - გოგუას ეფექტური საგოლე პასი

კანკავას გადამწყვეტი გოლი - ''ტობოლის'' მორიგი გამარჯვება

ხოჭოლავას სადებიუტო გოლი - ''შახტარისთვის'' ქართველმა გაიტანა

ებრალიძის მეშვიდე საგოლე გადაცემა - მატჩის შედეგი სენსაციურია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები