Aa
Aa

კანკავას გადამწყვეტი გოლი - ''ტობოლის'' მორიგი გამარჯვება

ყაზახეთის საფეხბურთო ჩემპიონატში ''ტობოლმა'' საკუთარ კედლებში 3:2 დაამარცხა ''ატირაუ.'' გამარჯვების გოლი 67-ე წუთზე ''ტობოლის'' ქართველმა საყრდენმა ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ გაიტანა, მან საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად და ზუსტად დაარტყა დაბალ კუთხეში. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეპიზოდში კანკავას თანაგუნდელი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, არბიტრმა გვერდით მსაჯთან საუბრის შემდეგ ჩათვალა გოლი. კანკავას თანაგუნდელი თამაშგარე მდგომარეობაში ნამდვილად იყო, თუმცა გოლზე გავლენა არ მოუხდენია, ეს იყო ე.წ. პასიური თამაშგარე.

ჯაბას თანაგუნდელი ნიკა კვეკვესკირი სათადარიგო იყო, ცვლილებაზე ჩაერთო თამაშში, მატჩის მეორე ნახევარი სრულად ჩაატარა. 32 წლის კანკავამ ყაზახეთის 2018 წლის ჩემპიონატის ოთხივე ტურში ითამაშა, მან ყველა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და სადებიუტო გოლი დღეს გაიტანა. 

''ტობოლმა'' საწყის ოთხ ტურში მესამე გამარჯვება მოიპოვა, მხოლოდ ყარაგანდის ''შახტიორთან'' დაკარგა ქულები, 12 გუნდს შორის 9 ქულით მეოთხე ადგილზეა. შემდეგ ტურში, 14 აპრილს ''ტობოლი'' ''აქტობეს'' ესტუმრება.

 

ქართველი ლეგიონერების შესახებ იხილეთ:

სწრაფი კონტრშეტევა - გოგუას ეფექტური საგოლე პასი

არველაძის გუნდი კონკურენტთან დამარცხდა

არაბიძე მოედანს დაუბრუნდა

ესტონეთში ქართველი გამორჩეულია - ბეგლარიშვილის 2 საგოლე პასი

ხოჭოლავას სადებიუტო გოლი - ''შახტარისთვის'' ქართველმა გაიტანა

ებრალიძის მეშვიდე საგოლე გადაცემა - მატჩის შედეგი სენსაციურია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები