არაბიძე მოედანს დაუბრუნდა
Aa
Aa

არაბიძე მოედანს დაუბრუნდა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და დონეცკის ''შახტარის'' ფეხბურთელმა გიორგი არაბიძემ ვარჯიში განაახლა. 20 წლის შემტევმა crystalsport-თან საუბარში აღნიშნა, რომ მცირე ტრავმის გამო 10 დღე გამოტოვა და პირველი ვარჯიში დღეს, 7 აპრილს ჩაატარა.

გიორგი არაბიძე ''შახტარის'' 21 წლამდე გუნდში რეგულარულად ასპარეზობს, მან გამოტოვა უკრაინის 21 წლამდე ჩემპიონატის გასული ტურის მატჩი ''ოლექსანდრიასთან.'' 13 აპრილს ტურის ცენტრალურ მატჩში არაბიძის გუნდი კიევის ''დინამოს'' 21 წლამდე გუნდს შეხვდება.

გიორგი არაბიძე ''შახტარის'' მთავარ გუნდში მირჩა ლუჩესკუმ დააწინაურა, შემდეგ რუმინელი შეცვალა პორტუგალიელმა ფონსეკამ, რომელიც ქართველ ტალანტს არ ენდობა. არაბიძემ ''შახტარის'' მთავარ გუნდში ბოლო მატჩი 2017 წლის 31 მაისს ჩაატარა, მას შემდეგ მხოლოდ სარეზერვო გუნდში ასპარეზობს.

გასულ თვეში ევრო 2019 წლის შესარჩევ ციკლში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ორი საშინაო მატჩი ჩაატარა, ზარანდიას გოლით ფარერის კუნძულები დაამარცხა, შემდეგ კი ფრედ ითამაშა დანიის ნაკრებთან. არაბიძემ ორივე თამაშში სასტარტო თერთმეტეულში ითამაშა.

 

ქართველი ლეგიონერების შესახებ იხილეთ:

არველაძის გუნდი კონკურენტთან დამარცხდა

ესტონეთში ქართველი გამორჩეულია - ბეგლარიშვილის 2 საგოლე პასი

სწრაფი კონტრშეტევა - გოგუას ეფექტური საგოლე პასი

ხოჭოლავას სადებიუტო გოლი - ''შახტარისთვის'' ქართველმა გაიტანა

კანკავას გადამწყვეტი გოლი - ''ტობოლის'' მორიგი გამარჯვება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები