„ძალიან ბედნიერი ვარ“ | ნოიერმა ბაიერნთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
40 წლის მანუელ ნოიერმა „ბაიერნთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. მიუნხენელებმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და დაადასტურეს, რომ ნოიერთან ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.
„გადაწყვეტილების მიღება არ მიჩქარია და ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. აქ ყველაფერი კარგადაა: ამ გუნდით ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია, საწვრთნელ ბაზაზე მისვლით ყოველ დღე სიამოვნებას ვიღებ და კარგად ვთამაშობ. მეკარეების გუნდში ერთმანეთს მხარში ვუდგავართ და ვცდილობთ, თამასა მუდმივად მაღლა ავწიოთ, ერთმანეთს ბიძგი მივცეთ და თამაშებისთვის ოპტიმალურად მოვემზადოთ“, — განაცხადა ნოიერმა.
“It's definitely the right decision!” ????
— FC Bayern (@FCBayernEN) May 15, 2026
@Manuel_Neuer ✍️ pic.twitter.com/DyE6WOaHyu
„„ბაიერნი“ მეკარეების პოზიციაზე მომავლისთვის იდეალურადაა დაკომპლექტებული: მანუელ ნოიერსა და სვენ ულრაიხს ისეთი გამოცდილება აქვთ, რომელზეც სხვები მხოლოდ ოცნებობენ. იონას ურბიგი მათთან ყოველდღიური ურთიერთობით დიდ სარგებელს იღებს. სამივე მათგანი შესანიშნავი პიროვნებაა, რომლებიც ერთად ქმნიან უნიკალურ გუნდს, რის მსგავსსაც ვერცერთ სხვა ევროპულ კლუბში ვერ შეხვდებით“, — აღნიშნა კრისტოფ ფროინდმა, რომელიც გუნდის სპორტული დირექტორია.
ცნობისთვის, ნოიერის გარდა კლუბთან კონტრაქტი სვენ ულრაიხმაც გაახანგრძლივა. მანუს მსგავსად, „ბაიერნს“ საკუთარი მომავალი მანაც 2027 წლის ზაფხულამდე დაუკავშირა.