ლევან კორღალიძე
Aa
Aa

ოფიციალურად | გორის დილას ახალი მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძეა

„დილას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. გორულმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ გუნდი ლევან კორღალიძემ ჩაიბარა. 14 მაისს 14:00 საათზე, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში კორღალიძე პირველ პრესკონფერენციას გამართავს.

„შეთანხმება მიღწეულია! ჩვენს გუნდს 46 წლის სპეციალისტი ლევან კორღალიძე გაწვრთნის. ლევან კორღალიძემ სამწვრთნელო კარიერა თბილისის ,,ლოკომოტივში" ასისტენტის პოზიციაზე დაიწყო, რის შემდეგ ჯერ ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავა, შემდეგ კი კარიერა თბილისის ,,იბერიაში" გააგრძელა, სადაც სხვადასხვა დროს რამდენჯერმე დაბრუნდა და გუნდს როგორც საქართველოს ჩემპიონის ასევე საქართველოს თასის გამარჯვებულის ტიტულები მოუტანა.

კორღალიძეს აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ მუშაობის გამოცდილებაც, იგი 2023-24 წლების სეზონში ყაზახური ,,ჟენისის" მთავარი მწვრთნელის პოსტს  იკავებდა. აღსანიშნავია რომ ლევანისთვის ,,დილა" უცხო გარემო არ იქნება, იგი 2013-14 წლების სეზონში ჩვენი გუნდის ღირსებას ფეხბურთელის რანგში იცავდა. მადლობას ვუხდით კომპანია „ბენე სპორტს" ჩართულობისა და გაწეული დახმარებისთვის ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ ლევანს ჩვენი კლუბის მთავარი მწვრთნელის რანგში“, — წერია „დილას“ განცხადებაში.

ცნობისთვის, Crystalbet ეროვნული ლიგის 12 ტურის შემდეგ „დილას“ 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციას იკავებს. გორელები მომდევნო შეხვედრას 15 მაისს, „ტორპედოსთან“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სიმაღლეში 120 სანტიმეტრია“ | ნეით დიაზმა ილია თოფურიაზე ისაუბრა
„სიმაღლეში 120 სანტიმეტრია“ | ნეით დიაზმა ილია თოფურიაზე ისაუბრა