ნოიერი რჩება | ბაიერნი ოფიციალურ განცხადებას მალე გაავრცელებს
მანუელ ნოიერი „ბაიერნში“ რჩება. ავტორიტეტული ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, კლუბმა და ფეხბურთელმა შეთანხმებას მიაღწიეს და გერმანელი მეკარე ხელშეკრულებას ერთი წლით გაახანგრძლივებს.
პლეტენბერგის მიხედვით, ახალი კონტრაქტი ოფიციალურად უახლოეს დღეებში გაფორმდება. „ბაიერნს“ სურს, ყველა დეტალი „კიოლნთან“ მატჩამდე მოაგვაროს და მიუნხენელები ოფიციალური განცხადების გასავრცელებლად ემზადებიან.
მთავარი საკითხი, რომელზეც საერთო ენის გამონახვა ჭიანურდებოდა, ხელფასი გახლდათ. პლეტენბერგის ცნობით, ნოიერის ამჟამინდელი ანაზღაურება 20 მილიონი ევრო გახლავთ და მანუმ ხელფასის შემცირებაზე თანხმობა განაცხადა.
ცოტა ხნის წინ ნოიერთან დაკავშირებით BILD-მა დაწერა. გერმანული გამოცემის მიხედვით, პირველი მეკარე იქნება, თუმცა იონას ურბიგს უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცემა. ამასთან, მანუელი მენტორის როლის შეთავსებას გააგრძელებს და საკუთარ მემკვიდრეს დაეხმარება. BILD-ის ცნობით, ამ პერსპექტივით ორივე მეკარე კმაყოფილია და ისინი თანახმა არიან.