ხამზატ ჩიმაევი, შონ სტრიკლენდი, დასტინ პორიე
Aa
Aa

პორიე: ხამზატის დამაშინებელმა აურამ გამანადგურებელი დარტყმა მიიღო

„შონ სტრიკლენდთან მარცხს არ მიუყენებია ისეთი ზიანი ხამზატ ჩიმაევის დამაშინებელი აურისთვის, როგორც „ბორზის“ დამოკიდებულებას მეტოქის მიმართ ბრძოლის დროს და მის შემდეგ“, – მიიჩნევს დასტინ პორიე.

„ვინც არ უნდა იყოს მისი შემდეგი მეტოქე, მისი შეშინება რთული იქნება, რადგან ხამზატის აურამ გასულ კვირას გამანადგურებელი დარტყმა მიიღო. მე მეგონა, რომ შონთან მათი მატჩისწინა მტრობა და ორმხრივი შეურაცხყოფა რეალური იყო, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ჩახუტებით დასრულდა და მერე თავადვე გაუკეთა მას ქამარი. ხამზატის დამაშინებელი აურა განადგურდა“,

– განაცხადა პორიემ ხორხე მასვიდალთან და დინ ტომასთან საუბრისას.

გასულ შაბათ-კვირას ხამზატ ჩიმაევმა კარიერაში პირველი მარცხი განიცადა და დაკარგა UFC-ის საჩემპიონო ქამარი საშუალო წონაში, მას შემდეგ რაც ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით შონ სტრიკლენდთან დამარცხდა.

ხამზატმა უკვე ცხადყო, რომ საშუალო წონის დივიზიონში კიდევ მინიმუმ ერთი ბრძოლით დარჩება, რათა ამერიკელთან დაუყოვნებელი რევანში გამართოს. შემდეგ კი ქვემძიმე წონაში ასვლას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები