''დინამო'' ''საბურთალოსთან'' ერთად ცხრილის სათავეშია
Aa
Aa

''დინამო'' ''საბურთალოსთან'' ერთად ცხრილის სათავეშია

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის ცენტრალურ მატჩში საჩხერის ''ჩიხურა'' ''პეტრიაშვილზე'' 1:2 დამარცხდა თბილისის ''დინამოსთან.'' ამ გამარჯვებით კახა კაჭარავას გუნდმა 12 ქულა მოაგროვა, ''საბურთალოს'' მარცხით ისარგებლა და თანაქალაქელთან ერთად სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა, ხოლო სოსო ფრუიძის გუნდმა მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა.

ძალამიძის სადებიუტო გოლი

მეოთხე წუთზე ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის აღმოჩენამ, 18 წლის ლევან ხარაბაძემ ბურთი მარცხენა ფლანგიდან “ჩიხურას’’ საჯარიმოში ჩააწოდა, უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ნიკა ძალამიძემ ახლო მანძილიდან გაუტანა ჰამზიჩს. 26 წლის ნიკა ძალამიძემ თბილისის ''დინამოს'' მაისურით სადებიუტო გოლი შეაგდო.

გამოუყენებელი პენალტი

მე-11 წუთზე ‘‘ჩიხურას’’ კარის მიმართულებით ჯარიმა დაინიშნა, თოთაძის დარტყმის შემდეგ არბიტრის აზრით ბურთი “ჩიხურას’’ მცველს ხელზე მოხვდა და პენალტი დაინიშნა, რომელიც ბუდუ ზივზივაძემ ვერ გამოიყენა, ბოსნიელმა მეკარე დინო ჰამზიჩმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

საპასუხო გოლი

შემდეგ იყო საპასუხო გოლი, მე-17 წუთზე გაბედავამ 18 წლის მეკარის, დემეტრე ბულისკერიას შეცდომით ისარგებლა, დემეტრემ პოზიცია დაკარგა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ეფექტური დარტყმით ბურთი თავზე გადაუგდო - 1:1.

გამარჯვების გოლი

22-ე წუთზე “ჩიხურას’’ საჯარიმოსთან ახლოს დანიშნული სტანდარტი ოთარ კიტეიშვილმა გოლად აქცია. 22 წლის ნახევარმცველმა მეხუთე მატჩში მესამე გოლი გაიტანა. 

18 წლის მეკარის მოგერიებული პენალტი

მეორე ტაიმიდან აღსანიშნავია ბუღრიძის მიერ მოპოვებული პენალტი, ''ჩიხურას'' შემტევის წინააღმდეგ ლევან ხარაბაძემ დაარღვია თამაშის წესი, დუბლის შესრულების კარგი შანსი ჰქონდა გიორგი გაბედავას, რომელსაც თერთმეტმეტრიანი ბულისკერიამ აუღო. ბულისკერიამ ეროვნულ ლიგაში მეხუთე მატჩი ჩაატარა და პირველი პენალტი მოიგერია.

  

საჩხერის ჩიხურა - თბილისის დინამო 1:2 (1:2)

5 აპრილი, ''დავით პეტრიაშვილი''

ჩიხურა: ჰამზიჩი, კაშია, მაისაშვილი, მირცხულავა, მეგრელიშვილი (იონანიძე 86), ბუღრიძე, კაკუბავა, ჩიკვაიძე, კახაბრიშვილი ( ჩიხლაძე 56), გაბედავა, მარკოზაშვილი

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

დინამო: ბულისკერია, რუხაია, თოთაძე, კობოური, ხარაბაძე, კუცია (ივანისენია 84),კიტეიშვილი, შულაია, ძალამიძე ( ქოჩლაძე 63), ივანიშვილი (თევზაძე 90), ზივზივაძე

მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა

გოლები: 0:1 ძალამიძე (4), 1:1 გაბედავა (18), 1:2 კიტეიშვილი (22)

გაფრთხილებები: მირცხულავა (21), ხარაბაძე (68), კიტეიშვილი (84), შულაია (90+4)

მთავარი მსაჯი: ჯ. ხორავა

69-ე წუთზე გიორგი გაბედავამ ვერ გამოიყენა პენალტი, მეკარე დემეტრე ბულისკერიამ მოიგერია.

 

შემდეგი ტური

13 აპრილი, 20:00 საათი
რუსთავი - ფოთის კოლხეთი

14 აპრილი, 16:30 საათი
თბილისის ლოკომოტივი - ბოლნისის სიონი

14 აპრილი, 19:00 საათი
ქუთაისის ტორპედო - საჩხერის ჩიხურა

15 აპრილი, 16:00 საათი
თბილისის დინამო - საბურთალო

15 აპრილი, 20:00 საათი
სამტრედია - გორის დილა

ფოტო: eliga.ge

 

ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის შესახებ იხილეთ:

 ''სამტრედია'' ზედიზედ მეოთხედ ჩემპიონთან დამარცხდა

სენსაცია ეროვნულ ლიგაში: ლიდერი აუტსაიდერმა დაამარცხა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები