სენსაცია ეროვნულ ლიგაში: ლიდერი აუტსაიდერმა დაამარცხა
Aa
Aa

სენსაცია ეროვნულ ლიგაში: ლიდერი აუტსაიდერმა დაამარცხა

ეროვნულ ლიგაში, მეხუთე ტურში ლიდერმა ''საბურთალომ'' პირველად დაკარგა ქულები, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი თბილისურ დერბიში ''მიხეილ მესხზე'' 1:2 დამარცხდა აუტსაიდერ თბილისის ''ლოკომოტივთან.'' პირველი გოლი ''ლოკომ'' შეაგდო, ვატო არველაძემ ბრწყინვალედ იმოქმედა, მეტოქის რამდენიმე ფეხბურთელს აჯობა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ზედიზედ მეორე მატჩში გამოიჩინა თავი.

ვატოს გოლის შემდეგ გავაშელიშვილმა გაიტანა და ანგარიში ორამდე გაიზარდა, საპასუხო გოლიც ''ლოკოს'' ფეხბურთელის ანგარიშზეა, იტალიიდან სამშობლოში დაბრუნებულმა რომან ჭანტურიამ საკუთარ კარში თავური დარტყმით ეფექტური გოლი შეაგდო.


გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა მიმდინარე სეზონის საწყის 4 ტურში ქულათა მაქსიმუმი მოაგროვა, მეხუთე ტურში დამარცხდა გუნდთან, რომელმაც ჩემპიონატში პირველი სამი ქულა გათამაშების ლიდერთან მოიპოვა.

 

საბურთალო - ლოკომოტივი 1:2 (0:0)

4 აპრილი. "მიხეილ მესხი.'' 

საბურთალო: კუპატაძე, ჩაბრაძე, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, ლაკვეხელიანი, თარხნიშვილი (გვარაძე 65), დიასამიძე, გორგიაშვილი, ვოლკოვი (გოშთელიანი 59), ტატანაშვილი (კოხრეიძე 46), ვაგნერი

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

ლოკომოტივი: თევდორაძე, ნ. ჭანტურია, ჯიქია (რ. ჭანტურია 69), შონია (ძებნიაური 27), გვალია, გავაშელიშვილი, დავითაშვილი, კომახიძე, ღონღაძე, ლობჟანიძე, არველაძე (ხიდეშელი 84)

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

გოლები: 0:1 არველაძე (57), 0:2 გავაშელიშვილი (71), 1:2 რ. ჭანტურია (ავტოგოლი 90+4).

გაფრთხილება: დავითაშვილი (68)

მთავარი მსაჯი: ბ. ნინუა



 

სიონი (ბოლნისი) – რუსთავი 0:2 (0:1)

4 აპრილი, თბილისი, “მიხეილ მესხი 2 “

სიონი: მუჯრიშვილი, გურეშიძე, ლუკა ნოზაძე, გაფრინდაშვილი, გიორბელიძე, ქიქავა, მანაგაძე (ლეჟავა 83), ხმალაძე (სიხარულია 60), მიქაბერიძე, ბერიაშვილი (კოშკაძე 60), დვალი

მთავარი მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

რუსთავი: რევიშვილი, ცარიკაევი, მამუკა კობახიძე, ცხოვრებოვი, პაპავა (ზვიადაძე 90), ცინცაძე, ფონიავა, ციცქიშვილი (კვირკვია 63, მარცვალაძე 81), გაბულოვი, მიქელთაძე, ბექა ქავთარაძე

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ გაზაევი

გოლები: 0:1 კობახიძე (39), 0:2 მიქელთაძე (89)

გაფრთხილებები: ქიქავა (11), გაფრინდაშვილი (15), ხმალაძე (57)

მთავარი მსაჯი: გ.ყრუაშვილი

 

ფოტო: eliga.ge, fcsaburtalo.ge, fcloco.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები