ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის გუნდში მოხვდა
უეფამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩების სიმბოლური ნაკრები შეადგინა. „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია „ბაიერნთან“ გამართულ საპასუხო შეხვედრაში ბრწყინვალე იყო და „კვირის გუნდში“ დამსახურებულად მოხვდა.
„ამ კვირაში წარმატებული დრიბლინგების რაოდენობით (შვიდი) ის პირველ ადგილზე იყო. გაწონასწორებული გადაწყვეტილებების წყალობით, მან უსმან დემბელეს შესანიშნავი საგოლე გადაცემა გაუკეთა — მეექვსე ასისტი ფინალისკენ მიმავალ გზაზე“, — წერს უეფას ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური ვებგვერდი.
Introducing the Team of the Week! ????@cryptocom | #UCLTOTW pic.twitter.com/OM3FpWt79N
— UEFA Champions League (@ChampionsLeague) May 7, 2026
კვირის გუნდი ასე გამოიყურება: დავიდ რაია, უილიამ სალიბა, მარკ პუბილი, ვილიან პაჩო, დეკლან რაისი, იოზუა კიმიხი, დეზირე დუე, ხვიჩა კვარაცხელია, ბუკაიო საკა, უსმან დემბელე, ლუის დიასი.
ცნობისთვის, „ბაიერნთან“ მატჩში კვარაცხელიამ მეტოქის კარისკენ 5-ჯერ დაარტყა (2-ჯერ ზუსტად, 3-ჯერ დაუბლოკეს). მის ანგარიშზე 1 შედეგიანი გადაცემა და 4 საკვანძო პასია. „კვარას“ 8-დან 7 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა და 16-დან 11 ორთაბრძოლა მოიგო.