„ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“ - ლუკა ტონიმ კვარა შეაქო
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა და 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, ლუკა ტონიმ „ბაიერნისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო მატჩი შეაფასა და განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
რას ამბობს ტონი:
„კეინმა ულამაზესი გოლი გაიტანა, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. განსხვავება ისაა, რომ პსჟ-ს ცენტრალური მცველები ბევრად უფრო ყურადღებიანები იყვნენ, პსჟ-ს გოლის ეპიზოდში კი საკმაოდ სერიოზული შეცდომები დაფიქსირდა. გარდა ამისა, დიასმა სანახაობრივი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ბოლო პასი ან დაგვირგვინება დააკლდა. პარიზში ისინი კარში ზუსტად ხშირად ურტყამდნენ, ამაღამ კი კარგად ვერ დაარტყეს.“
„კვარაცხელია? ამაღამ, ჩემზე კიდევ ერთხელ მოახდინა დიდი შთაბეჭდილება. საუკეთესო იყო მოედანზე მყოფ ვარსკვლავებს შორის. ოცდაორ ჩემპიონს შორის: თუ ოცდაორი არა, სულ მცირე თვრამეტი მაინც. რასაც არ უნდა აკეთებდეს, ყველაფერს იდეალურად ასრულებს: დრიბლინგები გამოსდიოდა, მოძრაობის მიმართულებას ენერგიულად იცვლიდა და მისი ცოცხლად ხილვამ ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.“
ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ზედზიედ 7 საპლეიოფო შეხვედრაში შეძლო საგოლე მოქმედების შესრულება, რაც აქამდე არც ერთ ფეხბურთელს არ ჰქონია. ქართველმა შემტევმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.
„პარი სენ-ჟერმენმა“ მიუნხენის „ბაიერნი“ ორი მატჩის ჯამში 6:5 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშის უფლება ზედიზედ მეორედ მოიპოვა. ფინალში პარიზული გუნდის მეტოქე „არსენალი“ იქნება. მატჩი 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართბა.